სხვა

15:05 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხაბელოვი და ხაბარელი ANOC-ის გენერალურ ასამბლეაზე

ტოკიოში დაიწყო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) 23-ე გენერალური ასამბლეა, რომელშიც მსოფლოს 206 ქვეყნის ათასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

ასამბლეის დელეგატებს მიესალმა იაპონიის პრემიერ მინისტრი სინძო აბე. საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი, ასევე ANOC-ის აწ უკვე გადამდგარი პრეზიდენტი, შეიხი აჰმად ალ-ფაჰად ალ-საბაჰი, რომელიც ეთიკის კომისიის დასკვნის საფუძველზე, დროებით ჩამოშორდა თავისი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებას. შესაბამისად, გადაიდო ANOC-ის პრეზიდენტის არჩევნები, სადაც ერთადერთი კანდიდატი სწორედ ალ-საბაჰი იყო. ვიდრე ახალი არჩევნები დაინიშნება, ANOC-ს უხელმძღვანელებს პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩეული ოკეანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი, ფიჯელი რობინ მიტჩელი.

რაც შეეხება ANOC-ის ასამბლეის დღის წესრიგს, დელეგეტები საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ. პრეზენტაციები წარმოადგინეს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის მსურველმა ქალაქებმა - მილანი-კორტინა დ'ამპეცოს ტანდემმა და სტოკჰოლმმა. 2019 წლის ქვიშის პირველი თამაშებისთვის მზადების შესახებ ისაუბრეს სან დიეგო-2019-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა. ასამბლეაზე ANOC-ის ეთიკის კომისიის ახალი შემადგენლობა. ასევე გაიმართა 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამორჩეული ვარსკვლავების დაჯილდოების ცერემონია.

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ასამბლეაზე წარმოადგენენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

www.geonoc.org.ge

0.127929