საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ვერ იხსენებს, რომ ოლიმპიური თამაშების მასპინძელი რომელიმე ქალაქი თამაშების დაწყებამდე ორი წლით ადრე ამდენად დაწინაურებულიყოს, როგორც ეს დღეს ტოკიოს შემთხვევაშია.
ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის შტაბ-ბინაში სტუმრად მყოფი IOC-ის პრეზიდენტის განმარტებით, იაპონელთა ამგვარი მზადება ოლიმპიური თამაშების ორგანიზების ყველა ასპექტს ეხება.
საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი იოშირო მორი დარწმუნებულია, რომ იაპონიის დედაქალაქში თამაშები წარმატებით ჩატარდება: „წარმატებული ოლიმპიური თამაშებისთვის ყველა ინგრედიენტი ადგილზეა. IOC-ს და მსოფლიოს ჩვენგან დიდი მოლოდინები აქვთ და ჩვენ მათ იმედს არ გავუცრუებთ."
www.geonoc.org.ge