ჭადრაკი

13:48 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარლსენმა ტიტული შეინარჩუნა!

ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა (2835) ამერიკელი ფაბიანო კარუანა (2832) ტაი ბრეიკზე გამანადგურებელი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა და სამყაროს ყველაზე ძლიერი მოჭადრაკის ტიტული შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ მატჩი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ინგლისის დედაქალაქ ლონდონში გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი ერთ მილიონ ევროს შეადგენდა. აღნიშნული თანხიდან ჩემპიონმა 55% მიიღო, რადგანაც ტაი-ბრეიკით იმარჯვა. ძირითად მატჩში მოგების შემთხვევაში, მაგნუსი 60%-ს მიიღებდა.
რეგლამენტის თანახმად, დიდოსტატებმა შემდეგი დროის კონტროლით 12 პარტია ითამაშეს: 100 წუთი 40 სვლაზე/50 წუთი 30 სვლაზე და 15 წუთი პარტიის ბოლოდე, 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. მეექვსე პარტიის შემდეგ მოხდა ფერის შეცვლა (მონაწილე, რომელმაც პირველი პარტია თეთრებით ითამაშა, მეშვიდე შავებით ითამაშა).
ვინაიდან ძირითადი მატჩის 12-ვე პარტია ფრედ დასრულდა, გაიმართა დამატებითი ტაი ბრეიკქი (დაგეგმილი იყო 4 პარტია 25 წთ.+10 წამი თითოეულ სვლაზე), სადაც მოქმედმა ჩემპიონმა ვადაზე ადრე სამივე პარტიის მოგებით შეინარჩუნა წოდება.
კარუანამ კარლსენთან თამაშის უფლება მარტში გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ კანდიდატთა რვაკაციან ტურნირზე მოიპოვა, სადაც 5 პარტია მოიგო, 8 ყაიმით დაასრულა, ერთი წააგო და 9 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ კარლსენი ჩემპიონი 2013 წელს გახდა, როცა ვიშვანათან ანანდს (ინდოეთი) სძლია. მომდევნო წელს მასთან დაიცვა ტიტული, 2016-ში კი პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებულ – რუს სერგეი კარიაკინთან, რომელსაც ასევე ტაი-ბრეიკზე მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113532