ფეხბურთი

13:27 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ ისკოთი დაინტერესდა

ესპანური AS-ის ცნობით, იტალიური „ნაპოლი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველით, ისკოთი დაინტერესებულა. საქმე ის არის, რომ რაც „რეალის“ მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი გახდა, ისკოს არცერთხელ უთამაშია ძირითად შემადგენლობაში.

ისკო ვერც „რომასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის განაცხადში მოხვდა. არადა, ბოლო დროს „რეალის“ ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდებოდა. გამოცემა ამტკიცებს, სოლარი ისკოს იმიტომ შემოსწყრა, რომ ფეხბურთლმა მის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინაო.

წლევანდელ სეზონში ისკომ, რეალის“ მაისურით 9 მატჩში ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1173