ფეხბურთი

4:00 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ლივერპული" ბეწვის ხიდზე (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე 8 მერვედფინალისტი იყო ცნობილი, ახლა კი ეს რაოდენობა თორმეტამდე გაიზარდა.

„ბაიერნს“, „აიაქსს“, „მანჩესტერ სიტის“, „რეალს“, „რომას“, „იუვენტუსს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „ბარსელონას“, „ატლეტიკო“, „დორტმუნდი“, „პორტუ“ და „შალკე“ შეუერთდნენ.

A ჯგუფი

A ჯგუფში ამ ტურამდეც ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ ახლა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ - „ატლეტიკო“ და „დორტმუნდი“ პლეი-ოფში არიან.

„როხიბლანკომ“ „მონაკო“ საკუთარ მოედანზე მიიღო და მისი ძლევა არ გასჭირვებია. 24-ე წუთისთვის დიეგო სიმეონეს გუნდმა ორჯერ დაამწუხრა ფრანგული გუნდი და მერე თავი არ მოუკლავს.

აი, „დორტმუნდმა“ „სიგნალ იდუნა პარკზე“ „ბრიუგე“ ვერ დაამარცხა და პირველ ადგილზე გასვლის შანსი ერთობ შეიმცირა.

ბოლო ტურის წინ „ატლეტიკო“ ორი ქულით უსწრებს გერმანულ გუნდს და სტუმრად „ბრიუგეს“ დამარცხების შემთხვევაში ესპანური გუნი იპირველებს. „დორტმუნდი“ კი „მონაკოს“ ესტუმრება. ევროპა ლიგის საგზური „ბრიუგემ“ მიიღო, ხოლო „მონაკო“ ევროტურნირებს ემშვიდობება.

„ატლეტიკო“ – „მონაკო“ 2:0 (2:0) VIDEO

მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“

მაყურებელი: 56 314

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; არიასი, სავიჩი, ერნანდესი, ფილიპე ლუისი; ლემარი (კალინიჩი 63), ტომას პარტეი, როდრი, კოკე (ვიტოლო 46); კორეა (საულ ნიგეზი 69), გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

„მონაკო“ (5-3-2): ბენალიო; ბიანკონე, რაჯი, ჟემერსონი, ბადიაშილე, შადლი (დიოპი 63); მასენგო, ტილემანსი, გოლოვინი (ტურამი 63); გრანდსირი, სილა (ფალკაო 55)

მწვრთნელი: ტიერი ანრი

გოლები: 1:0 ბადიაშილე (2, ა.გ) 2:0 გრიზმანი (24)

გაფრთხილება: გრიზმანი (45), სავიჩი (62, 82), ტომას პარტეი (86), ფილიპე ლუისი (90) - ტილემანსი (54), ბიანკონე (68)

გამოუყენებელი პენალტი: ფალკაო (ააცილა)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 10 (4) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: მატიას გესტრანიუსი (ფინეთი)

„დორტმუნდი“ – „ბრიუგე“ 0:0 (0:0)

დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

მაყურებელი: 66 099

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; პიშჩეკი, აკანჯი, ზაგადუ, დიალო (ჰაკიმი 80); ვიტსელი (დელანი 90), დაუდი; პულიშიჩი, როისი, გერეირო (სანჩო 73); პაკო ალკასერი

მწვრთნელი: ლუსეინ ფავრი

„ბრიუგე“ (3-5-2): ჰორვატი; პულანი, მეჩელე, დენსვილი; მატა, ვორმერი (დესარლი 90), ნაკამბა, ბონავენტურე (რიცი 76), ამრაბატი; ვესლი (ოპენდა 90), ვანაკენი

მწვრთნელი: ივან ლეკო

გაფრთხილება: პაკო ალკასერი (45) - დენსვილი (14)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 4 (0) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: გედიმინას მაზეიკა (ლიეტუვა)

B ჯგუფი

კატალონიის „ბარსელონას“ ამ ტურამდეც ჰქონდა მერვედფინალის საგზური დაბევებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, პსვ ეინდჰოვენი მაინც დაამარცხა. არადა, ჰოლანდიურმა გუნდმა ძალიან კარგი თამაში ჩაატარა და ოდნავ რომ გამართლებოდა, ჯერ კიდევ პირველ ტაიმში დაწინაურდებოდა. თუმცა, ორჯერ ძელმა იხსნა ესპანური გრანდი. მეორე ნახევარში კი, საქმეში ლეო მესი ჩაერთო და პირადად გადაწყვიტა მატჩის ბედი. არგენტინელმა ჯერ ულამაზესი გოლი შეაგდო, ხოლო მერე ჟერარ პიკეს გაატანინა. ლუკ დე იონგის გოლით ჰოლანდიელებმა ოდენ სხვაობა შეამცირეს.

აი, გაცილებით ბევრი რამ წყდებოდა მეორე შეხვედრაში: „ტოტენჰემს“ „ინტერი“ აუცილებლად უნდა დაემარცხებინა, ხოლო იტალიელები ფრის შემთხვევაში გაიაღდებდნენ მერვედფინალის საგზურს. ლუჩანო სპალეტის გუნდი ძალიან ახლოს დასახულ მიზანთან, მაგრამ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, მუსა სისოკოს გარღვევის შემდეგ „ინტერის“ დაცვა ჩავარდა.

ცვლილებაზე გამოსულმა კრისტიან ერიკსენმა კი იდეალური პოზიციიდან კარგად დაარტყა და „მამლებმა“ მოიგეს. ახლა, ორივე გუნდს 7-7 ქულა აქვს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში ინგლისელები ფლობენ უპირატესობას. შესაბამისად, ყველაფერი მათ ხელთაა. თუ ბოლო ტურში „ტოტენჰემი“ მოიგებს, ჯგუფიდან გავა.

თუმცა, ბოლო ტურში ლონდონელები „ბარსელონას“ „კამპ ნოუზე“ ესტუმრებიან და მიუხედავად იმისა, რომ კატალონელებისთვის ეს თამაში აბსოლუტური ფორმალობაა, მაინც რთულია იქ გამარჯვება. „ინტერი“ შინ პსვ ეინდჰოვენს დაუხვდება და გარდა იმისა, რომ ჰოლანდიელებთან უნდა მოიგოს, პარალელურად „ბარსელონას“ ქომაგობაც დასჭირდება.

პსვ ეინდჰოვენი - „ბარსელონა“ 1:2 (0:0) VIDEO

ეინდჰოვენი, „ფილიპს არენა“

მაყურებელი: 34 600

პსვ ეინდჰოვენი (4-2-3-1): ზუტი; დუმრფისი, შვააბი, ვერგევერი, ანგელინო; როსარიო, ჰენდრიქსი (გუტიერესი 71); ლოსანო, პერეირო (მალენი 71), ბერგვინი (რომერო 79); დე იონგი

მწვრთნელი: მარკ ვან ბომელი

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ვიდალი; დემბელე (დ. სუარესი 80), მესი, კოუტინიო (მალკომი 69)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 მესი (61), 0:2 პიკე (70), 1:2 დე იონგი (83)

გაფრთხილება: ჰენდრიქსი (25), გუტიერესი (83), დე იონგი (83) - ალბა (86), პიკე (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (9) – 14 (6) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

„ტოტენჰემი“ – „ინტერი“ 1:0 (0:0) VIDEO

ლონდონი, „უემბლი“

მაყურებელი: 57 132

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; ორიე, ვერტონგენი, ალდერვერელდი, დევისი; სისოკო, ვინკსი (დაიერი 87); ლუკას მოურა (სონი 62), ალი, ლამელა (ერიკსენი 70); კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, დე ვრეი (მირანდა 82), შკრინიარი, ასამოა; ვესინო, ბროჟოვიჩი; პოლიტანო (კეიტა 83), ნაინგოლანი (ბორხა ვალერო 44); პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლი: 1:0 ერიკსენი (80)

გაფრთხილება: ალდერვეირელდი (28), ლამელა (45), სონი (73) - დე ვრეი (70), ბორხა ვალერო (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 6 (2) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 9:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

C ჯგუფი

განგებამ ისე ინება, რომ სიკვდილის ჯგუფმა მოლოდინი სრულად გაამართლა. ბოლო ტურის წინ ეს ერთადერთი ქვეჯგუფია, სადაც არაფერია გარკვეული. აბსოლუტურად არაფერი!

პარიზში, „პარი სენ ჟერმენმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო. ფრანგებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მალევე გაიტანეს. მერე, ნეიმარმა სხვაობა გაზარდა და აშკარა იყო, რომ პსჟ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. თუმცა, ტაიმის ბოლო წუთზე ინგლისელები ბრძოლაში დაბრუნდნე, ჯეიმს მილნერმა პენალტი გაიტანა. ეს ერთადერთი კარში დარტყმა გამოდგა სტუმართათვის მთელი თამაშის განმავლობაში. „ლივერპულმა“ ჯგუფური ეტაპზე სამივე გასვლითი თამაში წააგო და საშინელი თამაშის ხარისხი აჩვენა ყველა მატჩში. ამრიგად, იურგენ კლოპის გუნდი დიდი რისკის ქვეშაა.

პარალელურად, „ნაპოლიმ“ „ცრვენა ზვეზდა“ 3:1 დაამარცხა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. თუმცა, ნეაპოლელთა სიტუაცია სახარბიელო მაინც არაა. ბოლო ტურში „ენფილდ როუდზე“ მშრალი ანგარიშით თუ წააგებს, ჯგუფში ჩარჩება. არადა, დღეს ნეაპოლელებს სერბეთის ჩემპიონი სამბურთიანი სხვაობით რომ დაემარცხებინათ, ინგლისში 0:1 წაგებაც გაიყვანდათ ჯგუფიდან, მაგრამ ახლა ასე არაა. ჰო, კიდევ, „ნაპოლი“ საერთოდ დღესვე გავიდოდა ჯგუფიდან, პსჟ-ს „ლივერპულთან“ რომ ვერ მოეგო, მაგრამ იტალიური გუნდის სასიკეთოდ მოვლენები არ განვითარდა.

მოდით, ამ ჯგუფის შესაძლო მოვლენებზე დაწვრილებით ვთქვათ: „ნაპოლის“ 9 ქულა აქვს, პსჟ-ს 8, „ლივერპულს“ 6, „ცრვენა ზვეზდას“ – 4.

პსჟ ბელგრადში გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან აუცილებლად გავა. აი, „ლივერპულს“ პლეი-ოფში „ნაპოლისთან“ გამარჯვება და ისიც მშრალი ანგარიშით გაიყვანს. მაგალითად, თუ „წითლებმა“ იტალიური გუნდი 2:1, 3:2, 4:3, 5:4 (და ა.შ) დაამარცხეს, მერვედფინალში „ნაპოლი“ გავა. თუ „ლივერპული“ 1:0-ს ან ორბურთიანი სხვაობით მოიგებს, მაშინ ინგლისური გუნდი იზეიმებს.

„პარი სენ ჟერმენი“ – „ლივერპული“ 2:1 (2:1) VIDEO

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

მაყურებელი: 46 880

„პარი სენ ჟერმენი“ (4-2-3-1): ბუფონი; კეჰრერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; ვერატი, მარკინიოსი; მბაპე (რაბიო 85), დი მარია (დანი ალვეში 65), ნეიმარი; კავანი (ჩუპო-მოტინგი 65)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; გომესი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; ვეინალდუმი (კეიტა 66), ჰენდერსონი, მილნერი (შაქირი 77); სალაჰი, ფირმინო (სტარიჯი 71), მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 ბერნატი (13), 2:0 ნეიმარი (37), 2:1 მილნერი (45, პენ)

გაფრთხილება: ვერატი (24), ნეიმარი (90) - ვეინალდუმი (17), გომესი (34), სტარიჯი (84), ვან დეიკი (90), რობერტსონი (90), კეიტა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (8) – 4 (1) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 6:1

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

„ნაპოლი“ – „ცრვენა ზვეზდა“ 3:1 (2:0) VIDEO

ნეაპოლი, „სან პაოლო“

მაყურებელი: 44 470

„ნაპოლი“ (4-3-3): ოსპინა; მაკსიმოვიჩი, ალბიოლი (ჰისაი 56), კულიბალი, მარიო რუი; ალანი, ჰამშიკი, ფაბიან რუისი; კალეხონი (როგი 86), მერტენსი, ინსინიე (ზიელინსკი 77)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„ცრვენა ზვეზდა“ (4-2-3-1): ბორიანი; შიმიჩი (ებესილიო 77), ბაბიჩი, დეგენეკი, როდიჩი; გობელიჩი, კრსტიჩიჩი; ბენი, მარინი, სრნიჩი (იოვანჩიჩი 64); სტოილოვიჩი (იოველიჩი 46)

მწვრთნელი: ვლადან მილოიევიჩი

გოლები: 1:0 ჰამშიკი (11), 2:0 მერტენსი (33), 3:0 მერტენსი (52), 3:1 ბენი (57)

გაფრთხილება: ჰისაი (89) - კრსტიჩიჩი (45), ჯოვანჩიჩი (75), გობელიჩი (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14(8) – 10 (4) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: ხესუს ჟილი (ესპანეთი)

D ჯგუფი

D ჯგუფში ინტრიგა აღარ არსებობს. მოსკოვის „ლოკომოტივმა“ როგორც იქნა პირველი გამარჯვება მოიპოვა და საკუთარ მოედანზე „გალათასარაი“ დაამარცხა. ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა სოლომონ კვირკველიამ. მოსკოველთა გამარჯვების შემდეგ კი ნათელი გახდა, რომ ჯგუფიდან „შალკე“ და „პორტუ“ გავიდოდნენ.

პორტუგალიაში, „დრაკონებმა“ „ხუმარები“ დაამარცხეს და პირველი ადგილი გაიფორმეს. გერმანელები კი მეორე ადგილით ითამაშებენ პლეი-ოფში. აი, გასარკვევია ვინ ითამაშებს ევროპა ლიგაზე. „ლოკომოტივს“ 3 ქულა აქვს, „გალათასარაის“ – 4.

„ლოკომოტივი“ – „გალათასარაი“ 2:0 (1:0) VIDEO

მოსკოვი, „RZD არენა“

მაყურებელი: 14 037

„ლოკომოტივი“ (4-2-3-1): გილერმე; იგნატიევი, კვირკველია, ჩორლუკა, რიბუსი; კრიხოვიაკი, დენისოვი; ან. მირანჩუკი, ალ. მირანჩუკი (ბარინოვი 77), ფარფანი (როტენბერგი 90); სმოლოვი (ედერი 88)

მწვრთნელი: იური სიომინი

„გალათასარაი“ (4-3-3): მუსლერა; ლინესი (მარიანო 89), კაბაკი, აზიზი, ნაგატომო; ნდიაიე (ინანი 68), დონკი, ფერნანდო (ფეგული 59); ონიეკურუ, დერდიოკი, როდრიგესი

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

გოლები: 1:0 კრიხოვიაკი (43), 2:0 იგნატიევი (54)

გაფრთხილება: ჩორლუკა (67), ფარფანი (74) - აზიზი (34)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 5 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 6:0

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

„პორტუ“ – „შალკე“ 3:1 (0:0)VIDEO

პორტუ, „დრაგაუ“

მაყურებელი: 41 603

„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მილიტაო, ალექს ტელეში; ტორესი, დანილო პერეირა, ერერა (ერნანი 85); კორონა (ოტავიო 79), მარეგა, ბრაჰიმი (ლოპესი 74)

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაუ

„შალკე“ (4-2-3-1): ფარმანი; კალიჯური (შოპფი 62), ნალდო, ნასტასიჩი, მენდილი; მასკარელი, სტამბული (რუდი 71); სკრჟიბსკი (ჰარიტი 46), ბენტალები, კონოპლიანკა; დი სანტო

მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო

გოლები: 1:0 მილიტაო (52), 2:0 კორონა (55), 2:1 ბენტალები (89, პენ), 3:1 მარეგა (90)

გაფრთხილება: კორონა (78) - მასკარელი (28), რუდი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 3 (2) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

0.726978