ფეხბურთი

0:10 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდმა" მწვრთნელს ნდობა გამოუცხადა

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა „უოტფორდმა“ მთავარ მწვრთნელ ხავი გრასიას ნდობა გამოუცხადა და ახალი კონტრაქტი გაუფორმა.

როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ესპანელ სპეციალისტთან ახალი, 4.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გრასის ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.

ესპანელმა სპეციალისტმა „უოტფორდი“ 2018 წლის იანვარში ჩაიბარა და კლუბში წარმატებით მუშაობს. 13 ტურის შემდეგ ეს გუნდი 20 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.

აქვე შეგახსენებთ, ხავი გრასია თავის დროს „რუბინის“ მწვრთნელი გახლდათ და საქართველოს ნაკრების მცველ სოლომონ კვირკველიას საერთოდ არ ათამაშებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111253