ფეხბურთი

22:50 | 28.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოლარის ისკო არ სჭირდება

მადრიდის „რეალი“ შესაძლოა ისკომ დატოვოს. როგორც As-ი იტყობინება, ესპანელ ფეხბურთელსა და ახალ მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სოლარის შორის დაძაბული ურთიერთობაა და არგენტინელისთვის დასარყდენ ფეხბურთელთა შორის არ შედის.

ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ისკო ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, „რომასთან“ დაპირისპირებისას განაცხადში ვერ მოხვდა. ამის მიზეზი ტრავმა არ ყოფილა, არამედ სწორედ სოლარის გადაწყვეტილება გახლდათ, რომელსაც ესპანური მედიის ცნობით, ფეხბურთელთან სიტყვიერი შელაპარაკებაც მოუხდა.

ისკოს მომავალს ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ სიტის“, „ლივერპულსა“ და „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111368