ფეხბურთი

20:56 | 28.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

აზარი პაოკ-თან ვერ ითამაშებს

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ევროპა ლიგის მეხუთე ტურში პაოკ-ის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ბელგიელმა ფეხბურთელმა ტრავმა პრემიერლიგის გასულ ტურში „ტოტენჰემთან“ დაშავდა.

მაურიციო სარის განცხადებით, დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ რისკის თავიდან არიდების მიზნით აზარი ბერძნნული გუნდის წინააღმდეგ არ ითამაშებს, ხოლო პრემიერლიგის დამდეგ ტურში „ფულჰემთან“ სათამაშოდ მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგაზე „ჩელსის“ 4 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და ქვეჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10902