სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:54 | 28.11.2018 | ნანახია 1553 - ჯერ

ხოჭოლავა: "ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული"

საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგაზე „ჰოფენჰაიმთან“ (3:2) მოგებულ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ ახლა ყველაფერი „შახტარზეა“ დამოკიდებული.

„ჩვენ ვამბობდით, რომ „ჰოფენჰაიმთან“ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებდით და ეს დაამტკიცეთ. მინდა მადლობა ვუთხრა გუნდს, რომელიც 95 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა და მგონია, რომ გულშემატკივრებს თამაში მოეწონათ.

ახალი ტაქტიკა კარგად მუშაობდა, ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და დაცვაში ზონებს კარგად ვკეტავდით. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა - თუ „ლიონს“ დავამარცხებთ, პლეი-ოფში გავალთ“, - აღნიშნა ხოჭოლავამ.

შეგახსენებთ, რომ „შახტარი“ „ლიონს“ 2 ქულით ჩამორჩება და ბოლო ტურში სოწრედ ფრანგულ გუნდთან მოუწევს თამაში.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სტატისტიკა
0.180445