ფეხბურთი

17:26 | 28.11.2018 | ნანახია 882 - ჯერ

Onda Cero: "ოქროს ბურთს" მოდრიჩი მოიგებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი „ოქროს ბურთს“ მოიგებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური რადიოსადგური Onda Cero ავრცელებს. წყაროს ცნობით, France Football-ის პრესტიჟული ჯილდო ხორვატ ფეხბურთელს გადაეცემა.

მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ გავა, ხოლო მესამე პოზიციას ანტუან გრიზმანი დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა 3 დეკემბერს გახდება ცნობილი.

აქვე გეტყვით, რომ თუ ესპანელი ჟურნალისტების პროგნოზი გამართლდა, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს 10-წლიანი ჰეგემონია დასრულდება და მოდრიჩი პირველი ხორვატი გახდება, რომელსაც "ოქროს ბურთი" ერგება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:28 | 28.11.2018
mjgiri (8951)

კიიი.ვინ თუ არა ლუკა ?

21:18 | 28.11.2018
++Dinamo Tbilisi++ (418)

ბომბარდირი ეს არაა,ასისტენტი ამაზე უკეთესები არიან,ბოლო-ბოლო,სიმპატიურიც არაა დაჟე,რა კრიტერიუმებით გაიმარჯვა საონტერესოა)))

22:30 | 28.11.2018
iceman (2988)

მართლა ვერ ვხვდები რა გააკეთა მოდრიჩმა იმაზე მეტი ვიდრე თუნდაც სნეიდერმა 2010 წელს როცა სამეულშიც კი არ დაასახელეს არადა ინტერით ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ჰოლანდიით ფინალი ითამაშა თან მსოფლიოზე ბომბარდირი გახდა

19:28 | 28.11.2018
MARGVELI (1791)

კაცს წინა ზეზონში 3 გოლი აქვს გატანილი
ამ სეზონში 0
და ამას შეტენეს ყველა ჯილდო

18:06 | 28.11.2018
KoRBeN DaLLaS (24848)

მართალია. ეგზიტპოლებითაც ეგეთი პირი უჩანს და ეკა გიგაურიც მაგას ამბობს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134514