ფეხბურთი

19:30 | 28.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონს" "შახტართან" უკრაინაში თამაში არ უნდა

ფრანგული „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში დონეცკის „შახტართან“ მატჩისთვის უკრაინაში ჩასვლას ეჭვის თვალით უყურებს.

როგორც „ოლიმპიკის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ განაცხადა, შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო და უეფამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ლონდონის „არსენალის“ მატჩი ერთი ქალაქიდან მეორე გადაიტანეს. ჯერჯერობით არ ვიცით გავფრინდებით თუ არა უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო. ვფიქრობ, უეფამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, - განაცხადა ოლამ.

შეგახსენებთ, რომ „შახტარისა“ და „ლიონის“ მატჩი 12 დეკემბერს უნდა გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩზეა დამოკიდებული ვინ გავა ჯგუფიდან. უკრაინელებს 5 ქულა აქვთ, ხოლო ფრანგებს - შვიდი.

0.126286