ფეხბურთი

18:20 | 28.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო გოდინი "მილანში" იანვარში გადავა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი დიეგო გოდინი გუნდს ტოვებს. Calciomercato-ს ინფორმაციით, უურგვაელი ფეხბურთელი უკვე დათანხმდა „მილანს“ იტალიაში ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადაბარგდება.

გოდინი „როსონერისთან“ 2.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ძალაში 2019 წლის იანვრიდან შევა.

აღსანიშნავია, რომ ურუგვაელს „ატლეტიკოსთან“ მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება და შესაბამიდად, „როხიბლანკოც“ არაა წინააღმდეგი ფეხბურთელის გასხვისების.

მიმდინარე სეზონში დიეგო გოდინმა ყველა ტურნირის ჩათვლით 15 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110551