„გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფ კარი პარკეტს ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსთან“ მატჩში დაუბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
კარიმ ფეხის ტრავმა 8 ნოემბერს „მილოუკთან“ მატჩში მიიღო. მას შემდეგ სტეფმა ათი შეხვედრა გამოტოვა, საიდანაც ოკლენდელებმა ხუთი მოიგეს და ამდენივე წააგეს, რაც „მეომრებისთვის“ მიუღებელი რეზულტატია.
წყაროს ცნობით, სამშაბათს გამთამაშებელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და კარი ნელ-ნელა ფორმაში შედის.
„დეტროიტი“ – „გოლდენ სტეიტის“ შეხვედრა 2 დეკემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.