ჭადრაკი

15:15 | 28.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა

ლევან ფანცულაიამ და მერი არაბიძემ პირველობა გაინაწილეს ჭადრაკის სასახლეში გამართულ ქართული გრან პრის მეოთხე ეტაპის გათამაშებაზე.

გამარჯვებულებმა შესანიშნავად იასპარეზეს და 9-დან 8-8 ქულა დააგროვეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, გამარჯვება ფანცულაიამ დაისაკუთრა.
6.5 ქულით III-V ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ: 3. გიგა ყუფარაძე, 4. ნიკოლოზ ცომაია, 5. თენგიზ მინდიაშვილი.
ტურნირზე დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი: I ადგილი – 500 ლარი, II – 300, III – 200.

0.131944