„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრაზილიელი ნეიმარის „ბარსაში“ შესაძლო დაბრუნება კატალონიურ კლუბს არ წაადგება.
„ვფიქრობ, ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნება გუნდს არ არგებს. ის ჯერაც ახალგაზრდა, მზარდი მოთამაშეა. უპირველესად, მან გუნდურად თამაში უნდა ისწავლოს. ის ხშირად ეგოისტურად იქცევა. ამიტომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას კარგად დაფიქრება მართებს.“ - უთხრა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა La Porteria de Beteve-ს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონადან“ პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. თუმცა, ბოლო დროს, ხშირად ისმის ხოლმე საუბრები, მის შესაძლო დაბრუნებაზე.