საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრებმა თურქულ ქონიაში მიმდინარე ოლიმპიადაზე ერთ-ერთ ფავორიტ აზერბაიჯანს 2.5:1.5 სძლია.
პარტიები მოიგეს ნიკოლოზ კაჭარავამა (2356) და ლუკა ობოლაძემ (2318), ნიკოლოზ პეტრიაშვილმა (2389) ყაიმი დააფიქსირა, ეკატერინე ფიფიამ (1995) კი მარცხი განიცადა.
4 ტურის თავზე საქართველოს ნაკრებმა 6.0 ქულა მოაგროვა და მეოთხე-მეთერთმეტე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მეათეა.
მე-5 ტურში ქართველი მოჭადრაკეების მეტოქე გერმანია იქნება.
ამ დროისთვის ქულათა მაქსიმუმით (8) ბელარუსი და აშშ ლიდერობენ.