გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
„ტორონტომ“ გასვლაზე „მემფისს“ 122:114 აჯობა. მესამე პერიოდის დასაწყისში „დათვები“ 17 ქულით იგებდნენ. თუმცა კანადელებმა ამ დიდი სხვაობის აღმოფხვრა მოახერხეს და მატჩის ბოლო წუთებზე წინ გავიდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა მარკ გასოლის ანგარიშზეა. „ტორონტოში“ ყველაზე მეტი 24 ქულა კაილ ლოურმა ჩააგდო. კავაი ლეონარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა 17 ქულა და 10 მოხსნა. „ტორონტო“ 18 მოგებით და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.
„დენვერმა“ შინ „ლეიკერსი“ 117:85 გაანადგურა. პირველი პერიოდის შემდეგ კალიფორნიელებს არანაირი შანსი აღარ ჰქონიათ. ლებრონ ჯეიმსმა მხოლოდ 14 ქულა ჩააგდო. რაც შეეხება „დენვერს“, მათ გუნდური კალათბურთი ითამაშეს და ექვსმა კალათბურთელმა მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჩააგდო მათ შორის ყველაზე მეტი 20-20 ქულა სამ მოთამაშეს ჰქონდა. ესენი არიან მარი, მილსაპი და ბისლი.
„დეტროიტი“ – „ნიუ იორკი“ 115:108 (24:19, 27:24, 30:27, 34:38)
https://www.youtube.com/watch?v=KtJntJeNk4M
„მაიამი“ – „ატლანტა“ 113:115 (38:35, 14:33, 34:32, 27:15)
https://www.youtube.com/watch?v=YPtN53GiQ2A
„მემფისი“ – „ტორონტო“ 114:122 (32:31, 39:28, 26:34, 17:29)
https://www.youtube.com/watch?v=LxoinlylWCU
„დენვერი“ – „ლეიკერსი“ 117:85 (30:26, 28:24, 31:21, 28:14)
https://www.youtube.com/watch?v=cpmgOtIcIHk
„ფინიქსი“ – „ინდიანა“ 104:109 (26:26, 28:35, 23:20, 27:28)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დღეს იმედია აზრზე მოვლენ ლეიკერსში და ინდიანას მოუგებენ ხო არ გამოყ ევდა ლებრონი სა მისი გუნდი ბოლო ორი თამაში მარაზმი იყო.ვოლტონიც კაი ყ ეა.
ან კავაიმ რატო გადააჭარბა მოლოდინს რა უნდა გამიკვირდეს კავაისგან.ლეონარდის ფანი არასოდეს ვყოფილვარ მაგრამ გენუალური კალათბურთელია მისგან არაფერი არ გამიკვირდება არსად არასდროს
კავაიმ მოლოდინს გადააჭარბა იმიტო რომ სტარტზევე არ ველოდი მისგან ასეთი დონის თამაშს გამომდინარე მისი ტრავმიდან,არავინ იცოდა როგორ ფორმაში დაბრუნდებოდა რადგან წელიწადზე მეტი არ ქონდა კაცს ნათამაშები,თორემ კავაი ვინცაა ვიცი კარგად და არ მეპარება ეჭვი მის სიძლიერეში.სადღაც 30 თამაშის შემდეგ ველოდი ძველ კავაის.დღეს კავაი პლეიოფში ნებისმიერი გუნდისთვის ყველაზე საჭირო კაცია ლებრონის შემდეგ და შეიძლება ლებრონზე მეტი საქმეც კი გააკეთოს გუნდისთვის გამომდინარე მისი დაცვიდან.ლებრონის დაცვა და კავაის დაცვა დღეს არის მესის რომ ჩაქირი შეადარო ფებხურთში ეგეთი ვარიანტი.დღევანდელი კალათბურთელებიდან ძველ კალათბურთში,ჯორდანის ეპოქაში კონკრეტულად 90-იანებში ვინც გაქაჩავდა კავაი არის ერთ-ერთი მათგანი.ალენის სამიანს რაც შეეხება ქაოსში ჩააგდო ეგ სამიანი და მიტო გადაარჩინა გუნდი,თორემ დაგეგმილი გათამაშებული კომბინაციის შემდეგ რომ დაეტოვებინათ სასროლზე,მაშინ კიდევ იტყოდა კაცი რომ გააკეთა გუნდმა აქცენტი ყველაზე მაგარ შუთერზე და გაუმართლა შუთერმა.ეგეც დასაფასებელი იქნებოდა მაინც იმიტო რომ მაგასაც ჩაგდება უნდა მაგ დროს,მაგრამ ტიპმა არარეაულურ სიტუაციაში ჩააგდო,სრულ ქაოსში და დაუტოვა გუნდს მოგების შანსი და ეგ ასმაგად დასაფასებელია.მიტო იტყვიან ყოველთვის რომ ალენმა უშველა მაიამის თორემ მთლიანობაში მაგ სერიის საუკეთესო მოთამაშე ლებრონი რომ იყო ეგ ყველამ იცის.პაქსონმაც ჩააგდო ეგრე ფინიქსში სამიანი რითაც ჩიკაგომ მესამე ბეჭედი მოიგო,მაგრამ სხვაობა ისაა რომ ჯერერთი რომც წაეგო ჩიკაგოს ის თამაში მეშვიდე თამაში კიდევ სათამაშო იქნებოდა და უფრო მთავარი ისაა რომ გათვლილი გათამაშებული კომბინაცია იყო და არა ქაოსში მოულედნელად მისული ბურთი.2 ნაბიჯი არ გადაუდგამს პაქსონს უკან და სროლის პარალელურად წამის მეასედებში ხაზს არ უყურებდა სამიანზე რომ გამოსულიყო.ალენმა საოცრება გააკეთა მაგ ეპიზოდში და დააფასეთ ყველამ პირველრიგში ლებრონის ფანებმა
ქაოსში სამიანის ჩაგდება შეიძლება ბოშისგან გაკვირვებოდა მაგრამ ალენისგან რატო გაგიკვირდა.ტიპი ლიგის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო მსროლელია.კარის შემდეგ სამიანებს ვგულისხმობ.კი მართალია სათამსშო ხარისხით ჰიტში საუკეთესო პერიოდი არ ქონია მაგრამ მაინც რეი ალენია.კავაის რაც შეეხება მგონია ლიგის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო მცველია კარიერა დასრულებული უძლიერესი დამცველებიდანაც დაუდგება ნებისმიერს.
მაგ მომენტს მარტო ალენი თუ გააკეთებდა ზოგადად ისტორიაში,იმ მაიამის მოთამაშეებზე ხო ლაპარაკიც არაა.ვერც კარი ვერც ტომპსონი ვერც მილერი მაგას მაგ დროს ვერ გააკეთებდნენ.აღარაფერს ვამბობ კობიზე ჯორდანზე და ლებრონი ხო გაფიქრებითაც არ უნდა გაიფიქროს კაცმა არასდროს რომ მაგ დროს მაგას იზამდა.ზუსტად ალენი ჭირდებოდა მაგ ეპიზოდს და მაიამის ბედზე ზუსტად ალენი აღმოჩნდა იქ.თავიდან ლებრონზე კეთდება კომბინაცია,აცილებს ლებრონი ბევრად მარტივ სასროლ სამიანს ვიდრე ალენმა ესროლა,ხსნის ბოში და აძლევს ალენს რომელზეც ეგრევე 2 კაცი გადმოდის დაფარებაზე.თან ამ დროს ალენი არის 2 ქულიანის ზონაში,2 ქულიანი სროლა მაიამის არ ყოფნის და ეს წამის მეასედებში უკან დგამს ორ ნაბიჯს ისე რომ სამიანზე გავიდეს.ერთდროულად წამის მეასედებში ტიპი აკონტროლებს სამიანის ხაზზსაც,უყურებს კალათსაც,ირიდებს დაფარებასაც,აკეთებს ურთულეს სროლას ჰაერიდან,რამხელაზე იწევა სროლის დროს ნახეთ უბრალოდ და აგდებს ურთულეს ბურთს.მაგ დროს მარტო ალენი თუ ჩააგდებდა ეგეთ ბურთს სხვა ვერავინ ისტორიაში.აი ამიტო იტყვიან ყოველთვის რომ,რომ არა რეი ალენი ლებრონს წაგებული ქონდა უკვე ის ფინალი და რაც ითამაშა ლებრონმა ის ფინალი და მართლა მაგრად ითამაშა,წყალში ჩაეყრებოდა ყველაფერი.ამიტომ მეტად უნდა დააფასოთ რეი ალენი ლიგის რომელიც ისტორიაში არის ყველაზე ქლაჩ სამქულიანის მსროლელი.ქლაჩ სამიანებში კარი ახლოსაც ვერ მივა ალენთან,მკვლელის ინსტიქტი ქონდა ტიპს და ნერვები არ ქონდა საერთოდ.მართლა არ მახსოვს ალენს ქლაჩ სამიანი აეცილებინოს და ჩაგდებული ძაან ბევრი მახსოვს წამის მეასედებში ჰაერში აწეულზე ნასროლი.კარი ჰაერში ვერ იწევა სროლის დროს და დაფარება მოყვებოდა კარის ნასროლს მაგ მომენტში რომ ესროლა.მოახერხებდა თუ არა საერთოდ სროლასაც ეგეც საკითხავია
ეგ არაფერი კორბენ.რეის სამქულიანს რო ხედავს ხალხი მაგაზე მეღიმება სულ.ლებრონის იყო ყველაზე დიდი წვლილი მაგ ჩემპიონობაში.და თანაგუნდელი იმიტო გყავს რო სამიანი ჩააგდოს
დაფიქრდით უბრალოდ არაოფიციალური მვპ რომ იყო სერიის (ოფიციალურიც მაგრამ ოფიციალური მარტო ფინალზე არის დაწესებული,თან მოიგებ თუ წააგებ სერიას მაგასაც გააჩნია,აქ უბრალოდ სერიის საუკეთესო მოთამაშეზე მაქვს საუბარი)ჯერ შენ გუნდში უნდა იყო საუკეთესო და მერე მეტოქე გუნდის მოთამაშეებზე უკეთესიც.ანუ 37 სერიაზე რომელიც ჯორდანმა ითამაშა პლეიოფში 74 ვარიანტი არის საუკეთესოს დასახელების,რადგან 2 გუნდი თამაშობს თითოეულ სერიას და ორივე გუნდის ნებისმიერ მოთამაშეს შუეძლია გახდეს საუკეთესო.74 ვარიანტიდან ტიპი 74-ივეჯერ საუკეთესო იყო.ერთადერთხელ მოხდა ის რომ სერიის ჯამში 1 ქულით აჯობეს,მაგრამ ეგ 1 ქულაც 23 ასისტით გადაფარა.თან პირველი სერია იყო ჯორდანისთვის პლეიოფში ეგ სერია.შემდეგში დანარჩენ 36 სერიაში ანუ 72 ვარიანტში ტიპმა სრული დომინაცია მოიწყო ისეთი რომ ახლოს არ გაიკარა არავინ.36 სერია პლეიოფში ზედიზედ იყო დომინანტი ეს არის მიუღწეველი ყველასთვის.მთელი კარიერა დომინანტი იყო ტიპი პლეიოფში
ჯორდანს არ ქონოდა ცხოვრებისეული პრობლემები და ეთამაშა მართლა 20 თუ არა 18 სეზონი მაინც ჩიკაგოში და მერე ნახავდით ბეჭდებს,მვპ-ს,ფინალების მვპ-ს და ზოგადად ციფრებს და სტატისტიკას გინდ რეგულარულში და გინდ პლეიოფში.ჯორდანი არ განმეორდება
stripslashes((strlen('https://www.basketball-reference.com/playoffs/1988-nba-eastern-conference-first-round-cavaliers-vs-bulls.html')>0?'https://www.basketball-reference.com/playoffs/1988-nba-eastern-conference-first-round-cavaliers-vs-bulls.html':'https://www.basketball-reference.com/playoffs/1988-nba-eastern-conference-first-round-cavaliers-vs-bulls.html'))
ეს სტატისტიკა ნახონ პიპენის გარეშე ვერ გადალახა პლეიოფიო))))სულ პიპენმა მოაგებინა ეს სერია რომელიც ჯორდანისთვის პირველი მოგებული სერია იყო პლეიოფში)))
ერთადეთი მოთამაშე რომელსაც ზედიზედ აქვს 2 თამაში ჩატარებული 50+ქულიანი პლეიოფში,სხვათაშორის კიდევ შეიძლებოდა მანამდე გაეკეთებინა იგივე როცა ბოსტონს 63 ქულა ჩაუგდო 86-ში მეორე თამაშში,რაც დღემდე რეკორდია პლეიოფის 1 თამაშში ჩაგდებული ქულების, წინა თამაშში 49 ქულა ქონდა ჩაგდებული.ეს ის ბოსტონია ბერდი მაკჰეილი პერიში რომ იღებდნენ მთელ ნბა-ს და მეჯიქის ლეიკერსთან ერთად იყოფდნენ ტიტულს ყოველ წელს.საშუალოდ 45 ქულიანი პლეიოფის 5 თამაშიანი სერია კავსთან 88-ში ყველაზე მეტი ისტორიაში,საშუალოდ 41 ქულიანი 6 თამაშიანი სერია ფინალში 93-ში ფინიქსთან ყველაზე მეტი ისტორიაში,8 50+ქულიანი თამაში პლეიოფში ყველაზე მეტი ისტორიაში ჩემბერელენსაც არ აქვს ამდენი ქვის ხანაში ნათამაშებში,ფინალებში 1 50+ ქულიანი კერძოდ 55 ქულა ფინიქსთან 93-ში,6 40+ ქულიანი თამაში ფინალში,14 35+ქულიანი თამაში ფინალში,30+ ქულიანი თითქმის ყველა თამაში ქონდა ფინალში და აზრი აღარ აქ დაწერას,სრული დომინაცია პლეიოფის ყველა სერიაში და ამ კაცს ადარებთ ვინმეს?პლეიოფის 1 სერიას ვერ იტყვის ვერავინ რომელიც ჯორდანმა ჩააგდო
უცნაურია, ისე "აბრალებთ" რეი ალენს სან-ანტონიოსთან მოგებულ ფინალში სუპერგმირობას, თითქოს შემთხვევით გაუვარდა და ნბა-ს ყველა დროის ერთერთი საუკეთესო მსროლელი არ იყოს

ხოო, ლებრონამ უნდა დაუდგას ძეგლი და თვითონ რომ მაგ თამაშში ტრიპლდაბლი ხეთქა +30 ქულით და მერე გეიმსევენში მაიამის მიერ მოგროვებული 95 ქულიდან 37 მის ანგარიშზეა, ეგ არაფერი ?
მეშვიდე თამაში აღარ იქნებოდა მეგობარო რომ არა რეი ალენი და ის მეექვსე თამაშის ტრიპლდაბლიც ამოედო თავქვეშ ისე როგორც სხვა ტრიპლდაბლები ამოუდია რომ არა ალენი.1 სამიანი ჩააგდო კაცმა იმ თამაშში და ისიც ბოლოში მართლა ზღაპარში))თავად განსაჯე ახლა ეკუთვნის თუ არა ალენს ლებრონისგან ძეგლი და ზაზას დურანტისგან)))ზაზას შევეშვათ და სტეფს ნაღდად უნდა დაუდგას ძეგლი დურანტულამ))კობი-შაკი მტრობა კი არა მთელი ცხოვრება ერთმანეთზე უნდა ლოცულობდნენ ორივემ ერთმანეთის წყალობით მოიგო))აი მაიკლი კი მიტოა მაიკლი რომ გინდ პიპენი ყოლიფიყო იქ და გინდ კრის მულინი მაინც ჩემპიონი იქნებოდა)))
მულინი საკმაოდ კარგი მოთამაშე იყო და ჯორდანის გვერდით რომ ეთამაშა პიპენზე ნაკლებ სახელს არ დატოვებდა ნამდვილად როლები რომ გაეცვალათ))მაიკლმა ისე მოიგო ყველა რომ არავის გავარდნა და არავის დომინაცია არ დაჭირვებია თორემ ისე უგუნდოდ რა თქმა უნდა ვერც მაიკლი ვერ მოიგებდა.
37 სერია აქვს კაცს ნათამაშები პლეიოფში,ყველა სერიის საშუალოები რომ ნახოთ ცალკე 37-ივე სერიაში კაცი არის თავის გუნდში სრული დომინანტი.ახლოსაც ვერ მიდის ვერცერთი თანაგუნდელი ვერცერთ სერიაში.36 სერიაში ზოგადად სერიის დომინანტი ისე რომ ახლოსაც ვერ მიდის ვერც მეტოქე გუნდიდან ვერავინ.ერთადერთი სერია რომელშიც მეტოქის კალათბურთელმა აჯობა ქულებით იყო 1985 წლის პლეიოფში, მილუოკის კალათბურთელმა ტერი კუმინგსმა და იმანაც აჯობა საშუალოდ 0.2 ქულით.29.5 ქონდა იმას 29.3 ჯორდანს.118-117 იყო ჯამური ქულები.ერთი ორიანი ჩაეგდო სადმე ჯორდანს ამ სერიაშიც და ისტორიულ რეკორდს აფიქსირებდა მართლა)))სამაგიეროდ ჯორდანმა აჯობა 5.7 გადაცემით.8.5 გადაცემა ჯორდანს,2.8 კუმინგს.სრულ ციფრებში 11-34 გადაცემებში.ანუ რეალურად ამ სერიის მვპ-იც ჯორდანი იყო.ტიპი პლეიოფის 37-ივე სერიაში რაც აქვს ნათამაშები იყო ულაპარაკო მვპ ყველა სერიის,თავის გუნდზე აღარ მაქვს ლაპარაკი ზოგადად ყველა სერიის მვპ და მანახეთ სხვა ეგეთი ვინმე და მერე ვიტყვი რომ ჯორდანს ჯობია
ტერი კუმინგსმა უნდა თქვას კაცი ვარო)))იმ 37 სერიიდან ერთადერთი პლეიოფის სერია სადაც ჯორდანი თამაშობდა და ჯორდანზე მეტი ქულა ჩააგდო ვინმემ ნებისმიერი გუნდიდან იყო ეგ და ისიც მხოლოდ 1 ქულით მეტი მაშინ როცა გადაცემებით ჯორდანმა 23 გადაცემით მეტი გააკეთა.ნამდვილად საამაყო აქ მაგ კაცს და შესულია ისტორიაში მაგის გამო)))
თან ძალიან ძლიერ და დისციპლინირებულ გუნდზეა საუბარი. ფილ ჯექსონის მეთაურობით.
დღეს გამთენიისას არის სუპერთამაში ტორონტო-გოლდენი.სტეფმაც თუ ითამაშა ნაღდად მაგარი თამაში იქნება.კავაის ბრავო მოლოდინს აჭარბებს თვითონაც და გუნდიც.ასე მალე თუ აღიდგენდა ფორმას და ასეთ სერიოზულ გუნდად თუ აქცევდა ტორონტოს დროის ასეთ მოკლე პერიოდში ნაღდად არ მეგონა.სეზონის მეორე ნახევრიდან და პლეიოფში რომ დაეტყობოდა ტორონტოს კავაი-დეროზანს შორის სხვაობა მაგაში დარწმუნებული ვიყავი და ვარ ახლაც,თუმცა ეგრევე თუ აიწყვიტავდა ეგ ნაღდად არ მეგონა.წელიწადი უთამაშებელ კაცს არც ადაპატაციის პრობლემა ქონია და არც ფორმაში შესვლის,ეგაა მართლა გასაკვირი და ამავდროულად სასიამოვნოც.მოკლედ ბრავო კავაი,მისი წყალობით აღმოსავლეთიც საინტერესო იქნება წელს.ტორონტო ფილადელფია და ბოსტონი სერიოზული ბრძოლები წავა.მილუიკიც არ იქნება არავისთვის საჩუქარი თუმცა ეგ სამი გამოკვეთილია მაინც.ჩემი აზრით ფავორიტი მიუხედავად ცუდი სტარტისა მაინც ბოსტონი რჩება.ყველაზე დიდი რესურსი აქვს აღმოსავლეთში მაგ გუნდს პლუს მწვრთნელი.თუმცა გამორიცხული არაფერია,კავაის ისეთ გუნდებზე აქვს მოგებული და ისეთ გუნდზე შეიძლება მოეგო რომ არა ზაზას ფეხზე დახტომა,ეს ბოსტონი არაფერია იმათთან და არავის გაუკვირდება ამ ბოსტონს რომ მოუგოს.იმ თამაშს ნაღდად მოუგებდა და წაიყვანდა 1-0-ს სერიას თან სტუმრად მოგებით და მერე რა იქნებოდა კაცმა არ იცის.ფავორიტი გოლდენი იქნებოდა მაინც და დიდი ალბათობით გოლდენი მაინც მოიგებდა იმ სერიას,მაგრამ მაგრად რომ გაწურავდა სპურსი ეგ ფაქტია.
ასე რომ ზაზას მადლობა უნდა უთხრას მთელმა ოკლენდმა და სან ფრანცისკომ წყნარი ბეჭედისთვის))დურანტმა დონდლო კი არ უნდა უძახოს ზაზას ძეგლი უნდა დადგას სახლის წინ)))
დურანტის ფანებს რომ არ ეწყინოთ ლებრონსაც აქვს ძეგლი დასადგამი რეი ალენზე კიდევ ერთი ფინალი რომ არ წააგო)))ასევე ლებრონის ფანებსაც რომ არ ეწყინოთ კობიმ საერთოდ მემორიალი უნდა გაუხსნას შაკს იმ 3 ბეჭედისთვის))ანალოგიურად შაკმაც უნდა გახსნას კობის მემორიალი)))ჯორდანი ერთადერთია ვისაც არავიზე არ ჭირდება ძეგლის დადგმა, პირიქით აქეთ უნდა დაუდგას ყველამ ძეგლი ვისაც მოაგებინა და მიტოა ჯორდანი)))
დღეს ძაან საინტერესო თამაშია ტორონტო გოლდენი კავაი დურანტი მაგარი თამაში იქნება კანადაში
დენვერუნას უნდა მივაღწევიო რაღაცა