წუხელ, „ლესტერმა,“ ინგლისის თასის მერვედფინალში (იქაურად მე-4 რაუნდში), თავის „კინგ პაუერის“ სტადიონზე, „საუთჰემპტონს“ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში მოუგო (6:5) და შემდგომ რაუნდში გავიდა. თამაში 0:0 დამთვრდა, თუმცა ბოლოსკენ, ვიდეოარბიტრის გამოყენების შემდეგ, მსაჯმა როჯერ ისტმა სტუმრებს გოლი გაუუქმა.
ამრიგად, ლიგის თასის (სხვაგვარად, კარაბაოს თასის) მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: „არსენალი“ – „ტოტენჰემი,“ „ლესტერი“ – „მანჩესტერ სიტი,“ „მიდლსბრო“ – „ბრაიტონი“ და „ჩელსი“ – „ბორნმუთი.“
მატჩები 17 დეკემბრიდან მოყოლებული, რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ლიგის თასის მოქმედი მფლობელი „მანჩესტერ სიტია,“ რომელმაც შარშანდელ ფინალში „არსენალი“ 3:0 გაანადგურა.