ფეხბურთი

11:23 | 28.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის 50-ე საჩემპიონთალიგო

წუხელ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, მიუნხენის „ბაიერნმა“ შინ პორტუგალიური „ბენფიკა“ 5:1 გაანადგურა. დუბლი მიითვალეს არიენ რობენმა და რობერტ ლევანდოვსკიმ. პოლონელის პირველი გოლი 50-ე აღმოჩნდა მის საჩემპიონთალიგო კარიერაში და ის მეშვიდე ფეხბურთელი გახდა, ვისაც ამ ტურნირში 50 და მეტი ბურთი გაუტანია.

ლიგის მთავარმეგოლეთა სია კი ასეთია:

  1. კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი,“ „რეალი,“ „იუვენტუსი“) – 121
  2. ლიონელ მესი („ბარსელონა“) - 105
  3. რაული („რეალი“) – 71
  4. კარიმ ბენზემა („ლიონი,“ „რეალი“) – 59
  5. რუუდ ვან ნისტერლოი (პსვ, „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „რეალი“) - 56
  6. რობერტ ლევანდოვსკი („დორტმუნდი,“ „ბაიერნი“) - 51
  7. ტიერი ანრი („მონაკო,“ „არსენალი,“ „ბარსელონა“) - 50
0.121987