ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ შინ „ნიუ იორკი“ 115:108 დაამარცხა. ზაზა პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17 წუთი ითამაშა.ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 9 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ზაზა მეტოქის ფარს 100 პროცენტიანი სიზუსტით უტევდა, 3-დან სამი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო. ორივე გუნდის შემადგენლობაში ქართველმა საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, ზაზას პარკეტზე ყოფნის დროს „დეტროიტმა“ 20 ქულით მეტი ჩააგდო, მსგავსი შედეგი არც ერთ მოთამაშეს არ ჰქონია.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი პერიოდის ბოლოს „დეტროიტი“ წინ გავიდა და მას შემდეგ ნიუ იორკელები მატჩის ბოლომდე მდევრის როლში გახლდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა ბლეიკ გრიფინმა ჩააგდო. „ნიუ იორკში“ ტრიერი 24 ქულით და 10 მოხსნით გამოირჩა.
„დეტროიტი“ 11 მოგებით და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა მიჩიგანში პირველ დეკემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება, „დეტროიტი“ „ჩიკაგოს“ დაუპირისპირდება.