ფეხბურთი

10:28 | 28.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მოლოტოვის კოქტეილი“ ათენის ოლიმპიურ სტადიონზე

გუშინ ათენში, ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის მე-5 ტურის მატჩში, ამსტერდამის „აიაქსმა“ მასპინძელ აეკ-ს 0:2 მოუგო და პლეი ოფის საგზური გაინაღდა. თუმცა, მთავარი ამბები ტრიბუნებზე მოხდა.

ვითარება ჯერ კიდევ მატჩამდე დაიძაბა, როცა ათენის ქუჩებში ერთმანეთს მოწინააღმდეგე გუნდების ფანები დაერივნენ. მერე, ეს ამბავი ტრიბუნებზე გაგრძელდა. აეკ-ის ქომაგები სტუმართა სექტორისკენ ანთებულ მაშხალებს ყრიდნენ, ვიღაცამ „მოლოტოვის კოქტეილიც“ ისროლა და აფეთქების ხმამ იქაურობა დააყრუა. ადგილობრივი სამართალდამცავები ჰოლანდიელ გულშემატკივრებს მისდგენენ და რამდენიმეს სახეც დაუსისხლიანეს. თუმცა, იქაური პოლიციის ცნობით, მძიმედ არავინ დაშავებულა და მატჩიც დათქმულ დროს დაიწყო.

სავარაუდოდ, უეფა აეკ-ს მკაცრად დასჯის.

თეგებიაიაქსიაეკ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138654