ფეხბურთი

9:46 | 28.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„განსაკუთრებულმა“ თავისებურები ისევ ჩაატარა
მოურინიუ: „მე-14 სეზონს ვატარებ ჩემპიონთა ლიგაში და ჩემი გუნდები 14-ჯერვე გავიდნენ ჯგუფიდან“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, „იანგ ბოიზთან“ (1:0) მოგებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი გუნდის გარჯით კმაყოფილია. მისი “იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე, ერთი ტურით ადრე გავიდა პლეი ოფში.

„ვფიქრობ, არავინ იტყვის, რომ „მანჩესტერი“ დაცვიდან თამაშობდა. მეტი უნდა გაგვეტანა. შეტევები მეორე წუთიდანვე დავიწყეთ. სწრაფი გოლის გატანა გვინდოდა და ქომაგებმა ეს შეამჩნიეს.

ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივრები და სტატისტიკის მოყვარულები გავახარე. 14 წელიწადია ჩემპიონთა ლიგაში ვმონაწილეობ და ჩემი გუნდები 14-ჯერვე გავიდნენ ჯგუფიდან. ხოლო ევროპა ლიგაში ორჯერ ვითამაშე და ორივეჯერ მოვიგე.“ - ციტირებს მოურინიუს სიტყვებს უეფას ოფიციალური გვერდი.

ისე როგორ იქნებოდა, მოუს თავისებურები არ ჩაეტარებინა. ერთადერთი ბურთი მარუან ფელაინიმ 91-ე წუთზე გაიტანა და „განსაკუთრებულმა“ სიხარული თავისებურად გამოხატა: სათადარიგო სკამთან ბოთლების ერთ შეკვრას ფეხი ჰკრა, მეორე კი ხელში აიტაცა და მიწაზე დაანარცხა. შხეფები აქეთ-იქით იფრქვეოდა...

ამისათვის, ის შესაძლოა, უეფამ დასაჯოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105374