დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩები დარჩენილ ოთხ ქვეჯგუფში გაიმართება და მერვედფინალისტთა ნუსხაც გაიზრდება.
A ჯგუფში ინტრიგა თითქმის აღარ არსებობს. „ატლეტიკო“ და „დორტმუნდი“ თან ძალიან ახლოს არიან პლეი-ოფთან და თაც, მეტოქეებს ერთი თავით აღემატებიან. „ატლეტიკო“ ფრანგულ „მონაკოს“ დაუხვდება, რომელსაც ახლა ჩემპიონთა ლიგისთვის ნამდვილად არ სცხელა და ქულაც მოუტანს მერვედფინალის საგზურს. აი, „დორტმუნდი“ კი ასევე შინ დაუხვდება „ბრიუგეს“ და გერმანელებიც იგივე ამოცანის წინაშე დგანან. წესით, ფავორიტებს პრობლემები არ შეექმნათ.
B ჯგუფიდან „ბარსელონა“ გასულია, რომელიც ჰოლანდიაში ჩასული და პსვ ეინდჰოვენთან ეცდება მორიგი ქულების მოპოვებას. თუმცა, „ბლაუგრანას“ ქულები არაფერში სჭირდება, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ჯგუფიდან გასულია.
სამაგიეროდ, ძალზე დიდ ინტერესს იწვევს ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა: „ტოტენჰემი“ – „ინტერი“. საკითხი მარტივად დგას - ლონდონელებს შანსი გამარჯვების შემთხვევაში დარჩებათ, ხოლო იტალიელები მერვედფინალის საგზურს დღესვე გაიფორმებენ, თუ არ წააგებენ, ფრის შემთხვევაშიც. ისე, „ტოტენჰემის“ შანსი დღეს გამარჯვების შემთხვევაშიც საკმაოდ მიზერულია, ვინაიდან ბოლო ტურში ბარსელონაში მოუწევს ჩასვლა და იქ გამარჯვება, ხოლო „ინტერი“ შინ პსვ ეინდჰოვენს დაუხვდება. თუმცა, იქამდე ჯერ ეს მატჩია. ბოლო დროს ორივე გუნდი ჩინებულ ფორმაშია და წესით საინტერესო მატჩი უნდა ვიხილოთ.
D ჯგუფში ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეულია. ლიდერები, „პორტუ“ და „შალკე“ ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას, ხოლო „ლოკომოტივი“ პირველი ქულების მოპოვებას შინ „გალათასარაისთან“ ეცდება. ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და დღეს მოედანზე იქნება სოლომონ კვირკველია.
და ბოლოს, ყველაზე დაძაბული და საინტერესო C ჯგუფი. აქ ოთხივე გუნდს აქვს შანსი, რომ ჯგუფიდან გავიდეს. „ნაპოლი“ „ცრვენა ზვეზდას“ დაუხვდება და გამარჯვებას გეგმავს. კარლო ანჩელოტის გუნდს მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებს, ხოლო იგივე შეგვიძლია „ცრვენა ზვეზდაზეც“ ვთქვათ, მაგრამ... მაგრამ, სერბეთის ჩემპიონმა ამ ჯგუფში უკვე იმდენი ქნა, რომ აწი ორივე თამაში რომც წააგოს, არავინ დაძრახავს, პირიქით, უკვე გმირები არიან.
დღის ცენტრალური მატჩი კი პარიზშია ჩანიშნული, სადაც პსჟ „ლივერპულს“ დაუხდევა. ორივე გუნდის საქმე საკმაოდ რთულადაა, მაგრამ ფრანგებს დღეს მხოლოდ მოგება სჭირდებათ, რადგან პარალელურად თუ „ნაპოლი“ მოიგებს და თვითონ ვერ, ჯგუფში ჩარჩება. ასე რომ, ტომას ტუხელის გუნდი საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგას. პარიზელთა საბედნიეროდ გამოჯანმრთელება მოასწრეს და ძირითად შემადგენლობაში იქნებიან კილიან მბაპე და ნეიმარი. მოგეხსენებათ, ორივე სანაკრებო პაუზის დროს დაშავდა. თუმცა, ტუხელმა უკვე დააანონსა, რომ ფრანგიც და ბრაზილიელიც მზად არიან და ითამაშებენ. „ლივერპულს“ კი შესაძლოა სადიო მანე გამოაკლდეს. ეს საკითხი მატჩამდე გადაწყდება. ისე, არც იურგენ კლოპის ბიჭების საქმეა მაინც და მაინც დალხინებულად - 6 ქულა აქვთ და დღეს მარცხის შემთხვევაში საქმეს ძალზე გაირთულებენ.
A ჯგუფი
„ატლეტიკო“ – „მონაკო“
„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; არიასი, სავიჩი, ერნანდესი, ფლიპე ლუისი; კოკე, საულ ნიგეზი, როდრიგო, კორეა; დიეგო კოშტა, გრიზმანი
„მონაკო“ (4-5-1): ბენალიო; პიერ-გაბრიელი, რაჯი, ჟემერსონი, ჰენრიხსი; გოლოვინი, ბენასერი, დიოპი, ტილემანსი, შადლი; ფალკაო
„დორტმუნდი“ – „ბრიუგე“
„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; პიშჩეკი, აკანჯი, ზაგადუ, ჰაკიმი; დელანი, ვიტსელი; პულიშიჩი, როისი, სანჩო; პაკო ალკასერი
„ბრიუგე“ (3-5-2): ჰორვატი; დენსვილი, მეჩელე, პულანი; მატა, ნაკამბა, ვანაკენი, ვორმერი, რცი; ვესლი, შრივერსი
B ჯგუფი
პსვ ეინდჰოვენი - „ბარსელონა“
პსვ ეინდჰოვენი (4-3-3): ზუტი; ანგელინო, ვიერევერი, შვააბი, დუმფრისი; ჰენდრიქსი, პერეირო, როზარიო; ბერგვინი, დე იონგი, ლოსანო
„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ვიდალი; დემბელე, მესი, კოუტინიო
„ტოტენჰემი“ – „ინტერი“
„ტოტენჰემი“ (4-3-3): ლორისი; ორიე, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, დევისი; სისოკო, დაიერი, ერიკსენი; ალი, კეინი, სონი
„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა; ვესინო, ბროჟოვიჩი; პოლიტანო, ნაინგოლანი, პერიშიჩი; იკარდი
C ჯგუფი
„პარი სენ ჟერმენი“ – „ლივერპული“
„პარი სენ ჟერმენი“ (3-4-3): ბუფონი; მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კიმპემბე; მუნიე, ვერატი, დი მარია, ბერნატი; მბაპე, კავანი, ნეიმარი
„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ -არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; ჰენდერსონი, ვეინალდუმი, მილნერი; სალაჰი, ფირმინო, მანე
„ნაპოლი“ – „ცრვენა ზვეზდა“
„ნაპოლი“ (4-4-2): ოსპინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; კალეხონი, ალანი, ჰამშიკი, ფაბიან რუისი; ინსინიე, მერტენსი
„ცრვენა ზვეზდა“ (4-5-1): ბორიანი; დეგენეკი, გობელიჩი, როდიჩი, ბაბიჩი; კრსტიჩიჩი, იოვიჩიჩი, მარინი, ბენი, სრნიჩი; ბოაჩი
D ჯგუფი
„ლოკომოტივი“ – „გალათასარაი“
„ლოკომოტივი“ (4-5-1): გილერმე; იგნატიევი, კვირკველია, ჩორლუკა, რიბუსი; დენისოვი, კრიხოვიაკი, ან. მირანჩუკი, ალ. მირანჩუკი, ფარფანი; სმოლოვი
„გალათასარაი“ (4-3-3): მუსლერა; მარიანო, სერდარ აზიზი, კაბაკი, ნაგატომო; ფერნანდო, დონკი, ნდიაიე; ფეგული, დერდიოკი, როდრიგესი
„პორტუ“ – „შალკე“
„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მილიტაო, ალექს ტელეში; ერერა, დანილო, ოლივერი; ბრაჰიმი, ოტავიო, მარეგა
„შალკე“(3-5-2): ფარმანი; სტამბული, ნალდო, ნასტასიჩი; კალიჯური, მასკარელი, შოპფი, ბენტალები, ჰარიტი; ბურგშტალერი, სკრჟიბსკი