30 ნოემბერიდან -2 დეკემბრის ჩათვლით ზესტაფონი ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
შეჯიბრების ორგანიზატორია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ტურნირი ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდება: 2002-2004 და 2005-2007 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის.
30 ნოემბერი. ხმალი. გოგონები-ვაჟები.
1 დეკემბერი. რაპირა. გოგონები-ვაჟები.
2 დეკემბერი. დაშნა. გოგონები-ვაჟები.
ტურნირის ოფიციალური გახსნა, 30 ნოემბერს, 14:00 საათზე.
შეჯიბრს ზესტაფონის მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრი უმასპინძლებს.