კალათბურთი

22:52 | 27.11.2018 | ნანახია 527 - ჯერ

კაზინსი დეკემბრის ბოლოს დაბრუნდება

„გოლდენ სტეიტის“ ცენტრი დემარკუს კაზინსი პარკეტს დეკემბრის ბოლოს დაუბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას The San Jose Mercury News-ი ავრცელებს.

კაზინსს მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო არ უთამაშია. დემარკუსს ქუსლის ტრავმა აწუხებს.

კაზინსმა განვლილი სეზონი „ნიუ ორლეანში“ გაატარა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 25.2 ქულას, 11 მოხსნას და 3.2 პასს აგროვებდა.

დემარკუსმა „გოლდენ სტეიტთან“ ზაფხულში ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:02 | 28.11.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

დურანტი კარი ტომპსონი კაზინსი გრინი ინწერესნა

0.136175