ხელბურთის უმაღლესი ლიგის მთავარ მატჩში ქვეყნის ჩემპიონმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 34-31 დაამარცხა ფინალისტი, ქუთაისი და 6 ქულით, თბილისის პეგასთან ერთად სათავეში ჩაუდგა საქართველოს ჩემპიონატს.
პირველი ტაიმის შუაში, როდესაც ბათუმი 8-7 იგებდა, მსაჯთან შელაპარაკებისთვის წითელი ბარათი მიიღო ქუთაისელმა მერკვილაძემ. ბათუმის გუნდმა მომენტი დაიჭირა, უპირატესობის ზრდა დაიწყო და ტაიმი 21-15 მოიგო.
ქუთაისს, მერკვილაძის გარდა აკლდა ხაჟომია, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმა მიიღო ბულბულაშვილმა, მაგრამ გუნდმა ბრძოლა განაგრძო და სხვაობის შემცირება დაიწყო - კარგად შემოვიდა თამაშში ახალბედა ლევან იმნაძე, რომელმაც მარჯვენა კუთხიდან 2 გოლი გაიტანა. თამაში კარგა ხანი მიდიოდა 2-3 ბურთიანი სხვაობის ფარგლებში, შემდეგ კი მათნაძემ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, 26-27.
რჩებოდა 14 წუთი, მაგრამ ამის შემდეგ ქუთაისელებმა უამრავი ბურთი დაარგეს სწრაფ შეტევებში, კარგად ითამაშა ბათუმის მეკარე ტორონჯაძემ, ტალახაძემ, წივწივაძემ და სიმონიამ სამბურთიანი უპირატესობა აღადგინეს და თამაში მოგებამდეც მიიყვანეს - 34-31. ყველაზე შედეგიანი იყო ბათუმის მარჯვენა გარემარბი ირაკლი გოგოლაძე 8 გოლით (3 შვიდმეტრიანი).
დღესვე ქუთაისის სპორტის სასახლეში მეორე მატჩიც გაიმართა: სამტრედიამ 28-25 მოუგო წყალტუბოს.
10 დეკემბრიდან ჩემპიონატი გაგრძელდება თბილისში, სადაც 10-13 დეკემბერს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჯვარედინი ტურია დანიშნული. სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა
27 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე
წყალტუბო - სამტრედია 25-28
წყ: სილაგაძე, აფხაძე - ხელაძე 13, გველესიანი 4, ჯიმშელეიშვილი 4, შვანგირაძე 3, გ. აფხაძე 1, რ. ბაბუნაშვილი, მეტონიძე, მუკბანიანი, ნიჟარაძე, დარსაველიძე
სამ: შველიძე, ხონელიძე - ძნელაძე 12, ხელისუფალი 7, ხომერიკი 3, ადამია 2, დიდია 2, ნადირაძე 1, მანაგაძე 1, ღაღანიძე, თევზაძე, აფრიდონიძე
მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი
BSB ბათუმი - ქუთაისი 34-31
ბათ: ტორონჯაძე, ხანდოლიშვილი - გოგოლაძე 8, სიმონია 6, წივწივაძე 5, ტალახაძე 5, აბრამიშვილი 3, ტიელიძე 3, თევზაძე 2, სურმავა 1, კოხრეიძე 1, ბერძენიშვილი
ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე - ფერაძე 6, რუსტამოვი 6, მათნაძე 5, ბულბულაშვილი 4, გამზარდია 4, სტურუა 4, ლ. იმნაძე 2, მერკვილაძე, კობახიძე, ჯუღელი
მსაჯები: გ. გველესიანი - ი. ჭკუასელი, დელეგატი: ლ. გელაშვილი
------------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ
BSB ბათუმი-----3---3---0---0---134-79--6
პეგასი-----------3---3---0---0---134-83--6
ქუთაისი--------3---2---0---1---119-79--4
იმედი-სტუ-----3---2---0---1---100-97--4
გორი------------3---1---0---2--108-133--2
სამტრედია-----3---1---0---2---83-118--2
სპორტუნი------3---0---0---3--96-125--0
წყალტუბო-----3---0---0---3---63-123--0
პირველი წრის საერთო ტური: 10-13 დეკემბერი, არენა 2







