ფეხბურთი

18:32 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნაინგოლანი: "შემიძლია დავლიო და მოვწიო, მაგრამ ცუდი ბიჭი არ ვარ"

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი ერთ-ერთ უდისციპლინო ფეხბურთელად მიიჩნევა და სწორედ ამიტომ, ბელგიის ნაკრების კარი მისთვის დაიხურა კიდეც.

30 წლის ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ის ცუდი ბიჭი არაა, თუმცა, შეუძლია მოწევაც და დალევაც:

„შემიძლია ფეხით ვიარო ყველაზე ცუდ უბნებში და თავი კომფორტულად ვიგრძნო. საჭმელს სუპერმარკეტში ვყიდულობ, შემიძლია მოვწიო სიგარეტი და დავლიო, როგორც ნორმალურმა ადამიანმა. თუმცა, მე არ ვარ ცუდი ბიჭი, როგორც ბევრს სჯერა, ნორმალური ადამიანი ვარ“, - ციტირებს ნაინგოლანის სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ ნაინგოლანმა "ინტერის" მაისურით სერია A-ში 9 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117535