„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, შვეიცარიულ „იანგ ბოიზთან“ მე-5 ტურის მატჩის წინ, მოთამაშეებს, რომლებიც წნეხს ვერ გაუძლებენ, შინ დარჩენა ურჩია.
„საკუთარ მოედანზე თუ წნეხს გრძნობ, ჯობს მინდორზე არ გახვიდე და შინ დარჩე. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გიჭირდეს თამაში, როცა საკუთარი მაყურებელი გამხნევებს. მე მსგავსი განცდა არასოდეს მქონია.
მინდა, რომ ყოველთვის აგრესიულად ვითამაშოთ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ფეხბურთელებს ვარიგებ, თამაში ფრთხილად დაიწყონ. ტყუილია, მინდა, რომ ლამაზი და შედეგიანი ფეხბურთი ითამაშონ პირველი წუთიდანვე.“ - უთხრა პორტუგალიელმა სპეციალისტმა Independent-ს.
“მანჩესტერი“ – „იანგ ბოიზის“ დღევანდელი მატჩი „ოლდ ტრაფორდზე,“ თბილისის დროით, ღამის 12 საათზე დაიწყება.