ფეხბურთი

15:11 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საჩემპიონო კორიდორი "საბურთალოს"

საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტურში საქართველოს აწ უკვე ახალი ჩემპიონი „საბურთალო“, ყოფილ ჩემპიონ „ტორპედოს“ დაუპირისპირდება. თბილისელებისთვის ეს იქნება პირველი მატჩი ისტორიაში, რომელსაც მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩაატარებენ.

„ტორპედო“ კი მეტოქეს საჩემპიონო კორიდორს მოუწყობს. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი 30 ნოემბერს გაიმართება. „საბურთალომ“ კი ისტორიაში პირველი ჩემპიონობა „დინამო თბილისის“ (2:1) დამარცხების შემდეგ გაიფორმა.

0.11527