ფეხბურთი

12:53 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, ესპანურ „ვალენსიასთან“ მე-5 ტურის მატჩის წინ, ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ის გუნდი დაასახელა, რომელიც ტურნირის მომავალ ტრიუმფატორად ესახება.

„ვფიქრობ, წლევანდელი შეჯიბრის ფავორიტი „ბარსელონაა.“ შემდეგ კიდევ სამი კლუბია ჩვენი ჩათვლით. ყოველ წელს დიდი ჟინით ვიწყებთ სეზონს და იმედია, გაზაფხულზე დაგვიფასდება შრომა.

შარშან მთავარ ფავორიტად „რეალი“ დავასახელე და მადრიდელებმა მართლაც გაიმარჯვეს. ახლა ასეთად „ბარსელონა“ მესახება. ვიმედოვნებ, წლეულს ჩემი პროგნოზი არ გამართლდება.“ - უთხრა ალეგრიმ უეფას ოფიციალურ გვერდს.

0.111467