ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაზე პირველად დამარცხდა პარი სენ ჟერმენი, რომელსაც უნგრეთში მოუგო სეგედმა, 33-32. ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო ბარსელონამ - ამ გუნდისა და პოლონეთის კელცეს მატჩში 78 გოლი გავიდა, 36-42.
მიმოხილვა. კაცები, 9 ტური: https://www.ehftv.com/int/video/magazine-men-episode-9/1394042
B ჯგუფში, სენ ჟერმენსა (16 ქულა) და სეგედს (15) მერვედფინალში გასვლა ფაქტიურად განაღდებული აქვთ და დარჩენილ 5 ტურში პირველობისა და მეთხედფინალის პირდაპირი საგზურისთვის იბრძოლებენ. რაც შეეხება დანარჩენ 6 გუნდს, მათ ერთმანეთისგან სულ 2 ქულა აშორებთ.
A ჯგუფში ბარსელონამ ოფიციალურად გაინაღდა პლეიოფში გასვლა, თუმცა, პირველი ადგილისთვის ბრძოლა მაინც მოუწევს - კელცესთან, ვარდართან, რაინ ნეკართან და ვესპრემთან. მერვედფინალის დანარჩენი ერთი საგზურისთვის იბრძოლებენ მეშკოვ-ბრესტი, კრისტიანსტადი და მონპელიე. მოქმედი ჩემპიონი, მონპელიე შინ 30-31 დამარცხდა კრისტიანსტადთან დამარცხდადა ბოლო ადგილზეა.
ამ ორ ჯგუფში ამ კვირის შემდეგ შესვენება იქნება და ბოლო 4 ტურს გუნდები თებერვლიდან ითამაშებენ. დანარჩენ ორ ჯგუფში ბოლო ტური გვაქვს. D ჯგუფში პლეიოფში გასვლა გაინაღდა პოლონეთის ვისლამ, ხოლო მეორე საგზურისთვის ბუქარესტის დინამოს სტუმრად გამარჯვება სჭირდება აუტსაიდერ თიუნთან. C ჯგუფში ლიდერები, სილკებორგი და სპორტინგი ერთმანეთში თამაშობენ და ორივეს ფრე ჰყოფნის, ხოლო სლოვაკეთის პრეშოვს თავის მოგებასთან ერთად სპორტინგის მოგებაც სჭირდება.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები
პირველი ჯგუფური ეტაპი, 9 ტური, 21-24 ნოემბერი
A: ბარსა 16, კელცე 12, ვარდარი 11, რაინ-ნეკარი 10, ვესპრემი 10, მეშკოვი 5 - კრისტიანსტადი 5, მონპელიე 3
რაინ ნეკარი (გერ) - ვესპრემი (უნგ) 25-29
მენსა 6, კოლბახერი, ტოლბრინგი 5 - მაე 7, ნენადიჩი, ტონესენი 4
მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) - ვარდარი (მკდ) 31-31
კელცე (პოლ) - ბარსა (ესპ) 36-42
კულეში 6 - ბრიტო, მორტენსენი 9, ტომასი 6
მონპელიე (საფ) - კრისტიანსტადი (შვდ) 30-31
რიშარდსონი 11 - ხრინცი, ნილსენი 8
--
B: პსჟ 16, სეგედი 15, ნანტი 8, ფლენზბურგი 8, ზაპოროჟიე 7, სკიერნი 6 - ცელიე 6 ზაგრები 6
სეგედი (უნგ) - პარი სენ ჟერმენი (საფ) 33-32
სიგურმანსონი 11 - რემილი 8, საგოსენი, ჰ. ტოფტი 6
ზაგრები (ხორ) - ნანტი (საფ) 27-27
სკიერნი (დან) - ფლენზბურგი (გერ) 24-31
ეგერტი 8, მოგენსენი 5 - ვანე 6, გლანდორფი, იონდალი 5
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) - ცელიე (სლნ) 36-27
A, B: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები - მერვედფინალში
C: სილკებორგი 14, სპორტინგი 14 - პრეშოვი 12, ჩეხოვი 6, ბეშიქთაში 6, მეტალურგი 2
ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) - ტატრან-პრეშოვი (სლკ) 38-26
მეტალურგ სკოპიე (მკდ) - სილკებორგი (დან) 29-33
სპორტინგი (პორ) - ბეშიქთაში (თურ) 34-28
D: ვისლა 14, დინამო 12 - ელვერუმი 12, ლეონი 11, კოქსი 4, თიუნი 1
დინამო ბუკურეშტი (რუმ) - რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) 24-22
ვისლა პლოცკი (პოლ) - ლეონი (ესპ) 25-23
ელვერუმი (ნორ) - თიუნი (შვც) 29-28
C, D: ორ-ორი საუკეთესო ერთმანეთს შეხვდება მერვედფინალში გასასვლელად (C1-D2, D1-C2)
10 ტური: 28 ნოემბერი - 2 დეკემბერი