ფეხბურთი

11:19 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი კოული ლოს ანჯელესიდან წავიდა

ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი, ეშლი კოული, რომელმაც ბოლო სამი სეზონი ამერიკულ „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ გაატარა, გუნდიდან წავიდა, გვამცნობს კლუბის ოფიციალური გვერდი.

„გალაქსიმ“ 37 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. კოულთან ერთად გუნდი კიდევ შვიდმა მოთამაშემ დატოვა. შეგახსენებთ, რომ „გალაქსიში“ თამაშობს შვედი ვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩიც.

კოული ლონდონის „არსენალის“ აღზრდილია და „მეთოფეთა“ ღირსებას 1998-2006 წლებში იცავდა. კარიერის პიკი კი ლონდონისვე „ჩელსიში“ ბურთაობის დროს ჰქონდა (2006-2014). ორი სეზონის განმავლობაში „რომას“ ფეხბურთელი გახლდათ, 2016-ში კი ამერიკაში გადაბარგდა.

ინგლისის ნაკრების მაისურა კოულს 107-ჯერ მოურგია.

0.130188