ფეხბურთი

9:50 | 27.11.2018 | ნანახია 692 - ჯერ

მარსელინო: „ტურინში მოსაგებად ჩამოვედით“

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინომ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „იუვენტუსთან“ მე-5 ტურის მატჩის წინ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდი ტურინში გასამარჯვებლად ჩავიდა.

„ეს საუკეთესო საკლუბო ტურნირია და მეტოქეც ისეთი გუნდია, რომელიც შესაძლოა, ისევ გავიდეს ფინალში და თასიც აღმართოს. მაგარმ ტურინში მოსაგებად ჩამოვედით.

კრიშტიანუ რონალდუს გამარჯვებები და გოლები სწყურია. მას არა მარტო დიდი ტალანტი აქვს, არამედ ცდილობს დღითიდღე უკეთესი გახდეს. თუმცა, ამჯერდაც ისეთ კრიშტიანუს შევხვდებით, როგორსაც ესპანეთიდან ვიცნობთ.“ - უთხრა მარსელინომ უეფას ოფიციალურ გვერდს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:19 | 27.11.2018
akaki (1214)

სულ არ ეშინია ისე იყურება ))

15:27 | 27.11.2018
temo11 (1791)

თქვენ ვალენსიაშიც მოსაგებად დახვდით

0.12097