„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, „ლიონთან“ მე-5 ტურის მატჩის წინ, ჟურნალისტებს თავისი განწყობა გაუზიარა.
„პირველ ტურში წაგებამ მდგომარეობა გაგვირთულა (მაშინ „სიტი“ „ლიონთან“ შინ 1:2 დამარცხდა), მაგრამ მოწინააღმდეგეებმა ამით ვერ ისარგებლეს. ახლა კი, თუ ჩემპიონთა ლიგას არ მოვიგებთ, ეს ჩავარდნა იქნება.
გარკვეული მოლოდინები და ოცნებები გვაქვს, თუმცა წინ რთული გზაა გასავლელი. მართალია, დაშავებულები გვყავს, თუმცა ვითარებას უნდა მოვერგოთ. არ ვიცით როგორ ტაქტიკას აირჩევს მოწინააღმდეგე, მაგრამ ჩვენი ამოცანაა მოსაგებად ვითამაშოთ.“ - უთხრა გვარდიოლამ Mundo Deportivo-ს.
„ლიონი“ – „სიტის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით, ღამის 12 საათზე დაიწყება.