პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში შესანიშნავი თამაში ჩაატარა ლუკა ზარანდიამ, რომელმაც თავი დუბლით გამოიჩინა. ქართველის „არკამ“ კრაკოვის „ვისლა“ ადვილად, 4:1 დაამარცხა.
ლუკამ 28-ე წუთზე ჯერ 2:0 გახადა ანგარიში, ხოლო 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქართველი მსაჯის კომპენსირებულ დროში შეცვალეს და პუბლიკამ აპლოდისმენტებით გააცილა.
22 წლის ზარანდიას მიმდინარე სეზონში 12 თამაშში 4 გატანილი გოლი დაუგროვდა და ამასთან 2 საგოლე პასიც აქვს მითვლილი.
„არკა“ კი, 16 ტურის შემდეგ 23 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.