მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში, ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა (2835) და ამერიკელმა ფაბიანო კარუანამ (2832) მე-12 პარტიაც ყაიმით დაასრულეს და ახლა, გამარჯვეულის ვინაობას ტაი-ბრეიკი გაარკვევს.
ბოლო კლასიკური პარტია მცირე ხნის წინ დასრულდა და მან საჭადრაკო სამყაროში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. საქმე ის გახლავთ, რომ შავები მოთამაშე კარლსენს აშკარად უკეთესი პოზიცია და გაცილებით მეტი სათამაშო წუთი ჰქონდა, თუმცა, ყაიმის შეთავაზება არჩია.
ამგვარად, საჩემპიონო დაპირისპირება 6:6 დასრულდა, ტაი-ბრეიკი კი სადაც, ნორვეგიელი დიდოსტატი ფავორიტად მიიჩნევა, 28 ნოემბერს შედგება.