ფეხბურთი

23:30 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა: "მოურინიომ "ელ კლასიკოში" მხოლოდ სიძულვილი შემოიტანა"

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა, რომელიც ამჟამად იაპონური „ვისელ კობეს“ ღირსებას იცავს, წარსულ იხსენებს.

ლეგენდარული ესპანელის განცხადებით, 2009 წელს დიდ დეპრესიაში იყო. გარდა ამისა, ჟოზე მოურინიო გაიხსენა და აღნიშნა, რომ მან „ელ კლასიკოში“ მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილი მიიტანა.

„ყველაფერი პირველი ტრიპლეტის შემდეგ დაიწყო. „ჩელსისთან“ გადამწყვეტი გოლი გავიტანე, ჩემპიონთა ლიგა და სამი ტიტული მოვიგეთ, საოცარი სეზონი იყო. ზაფხულში კი თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი, დეპრესია მქონდა.

როგორც კი საღამო მოვიდოდა, დამამშვიდებელ აბებს ვიღებდი, რომ დამეძინა. როდესაც დეპრესია გაქვს, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი და როდესაც, დაუცველი ხარ, რთულია აკონტროლი საკუთარი ცხოვრება.

„ბარსელონას“ დატოვება? – შემეძლო მთელი კარიერა „ბარსაში“ გამეტარებინა, მაგრამ აღარ ვიყავი შესაბამის კონდიციებში და გუნდისთვის 100%-ით ვერ დავიხარჯებოდი.

მოურინიო? - ლიმიტი დაარღვია და დააზარალა ესპანეთის ნაკრებიც. არარეალური სიტუაცია იყო და ეს აღარ იყო ჩვეულებრივი მეტოქეობა, მაგრამ იყო სიძულვილი.

ესპანეთის ნაკრები მუნდიალზე? - როდესაც ლოპეტეგი წავიდა, ეს კარგს არაფერს მოასწავებდა. რაც დუდად იწყება, ის მხოლოდ ცუდად სრულდება“, - განაცხადა ინიესტამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143659