ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ინგლისური გუნდის დატოვებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არ აპირებს. თუმცა, როგორც ბელგიელმა განაცხადა, ზაფხულში შესაძლოა გუნდი შეიცვალოს, მაგრამ მოვლენების საპირისპირო განვითარებასაც არ გამორიცხავს.
„წარსულში პსჟ-სთან კონტაქტი მქონდა, მაგრამ თუ ერთ დღეს ლიგა 1-ში დავბრუნდები, ეს „ლილში“ მოხდება. თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს შანსი, რომ საფრანგეთში დავბრუნდე. ამჟამად „ჩელსიში“ ვრჩები, კონტრაქტი 1 წელი კიდევ მაკავშირებს და იანვარში ლონდინიდან წასვლა გამორიცხულია. შესაძლოა ეს ზაფხულში მოხდეს, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთელი კარიერა „ჩელსიში“ გავატარო“, - უთხრა აზარმა Canal+ს.
შეგახსენებთ, აზარს „ჩელსისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბოლო დროს მის მომავალს აქტიურად მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიდი შეჩემა გადმო რეალში
თორეწ მაგრად დაგვენძრა )
ახლა რეალში გადასვლას, სელტაში წასვლა ჯობია. უკვე მგონია რო მარტო ხელფასის გაზრდაზე აქ გათვლა ამის განცხადებებს
მშვენიერ გუნდში ხარ, ევროპალიგაზე ყოველ წელს გახვალთ