ჩოგბურთი

17:52 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ ინდოეთში 3 გამარჯვება იზეიმა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წარმატებით ირჯება ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

ბოლქვაძე კვალიფიკაციაში მე-3 ნომრად იყო განთესილი და საწყის რაუნდში ინდოელ მაჰაკ ჯაინს 3:6, 6:3, 6:4 სძლია, შემდეგ კი მე-9 რეიტინგის მქონე გერმანელ სარა-რებეკა სეკულიჩსაც აჯობა – 6:2, 6:2.
ამგვარად, მარიამმა ძირითად ბადეში გააღწია, სადაც ასევე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს მარია მარფუტინას 6:2, 6:2 მოუგო.
სავარაუდოა, რომ მერვედფინალში ბოლქვაძის მეტოქე პირველ ნომრად განთესილი 20 წლის სლოვენიელი ტამარა ზიდანსეკი იქნება, რომელსაც მსოფლიოს მიმდინარე რეიტინგში 86-ე ადგილი უკავია.
შეგახსენებთ, რომ თავად ბოლქვაძე, რომელიც ასევე 20 წლისაა, კლასიფიკაციაში 355-ე გახლავთ.
წყვილთა შეჯიბრის მერედფინალში ბოლქვაძე და უზბეკი ალბინა ხაბიბულინა მე-3 განთესვის მქონე მონტენეგროულ-რუსულ დუეტს (ვესელინოვიჩი-იაშინა) გაეჯიბრებიან.

0.130688