სხვა

17:03 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოფარიკავეებმა ძალები რუსულ ტურნირზე სცადეს

გუშინ რუსულ ნოვოგორსკში, ილგარ მამედოვის სახელობის ფარიკაობის ცენტრში, ქალთა შორის დაშნით მოფარიკავეთა ტურნირი გაიმართა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მოსკოვის ოლქში ჩატარებულ შეჯიბრს 105 მონაწილე ჰყავდა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების ორი წევრიც იყო.
მაია გუჩმაზოვამ წარმატებით გაიარა ჯგუფური ეტაპი და საბოლოოდ, საუკეთესო 16 სპორტსმენს შორის მოსახვედრი ბრძოლა ტურნირის მომავალ ბრინჯაოს პრიზიორ დარია მარტინიუკთან წააგო.
შეჯიბრში ძალები ასევე სცადა საქართველოს ხუთჭიდელთა ნაკრების წევრმა პოლინა მატიუხევიჩმა, რომელმაც 51-ე ადგილი დაიკავა.

0.11549