ალექსანდრა ვახანიას (2141) დამაჯერებელი პირველობით დასრულდა სწრაფ ჭადრაკში გრან პრის მეოთხე ეტაპის გათამაშება.
ჩემპიონმა 9 ტურში 7.0 ქულაა მოაგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო ინგა ჭარხალაშვილს (2347). მესამე ადგილზე 6 ქულით და უკეთესი მაჩვენებლებით მერი არაბიძე (2386) გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირი უძლიერესი შემადგენლობით გამოირჩეოდა და 17 მონაწილიდან 8 საერთაშორისო დიდოსტატი (!) გახლდათ.