მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი შესაძლოა მალე უმუშევარი დარჩეს. როგორც Bild-ი იტყობინება, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ბენფიკასთან“ მარცხის შემთხვევაში, ხორვატს გაათავისუფლებენ.
კოვაჩის „ბაიერნიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ აქამდეც ბევრჯერ დაიწერა. „რეკორდმაისტერმა“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო და ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზეა (ლიდერთან 9 ქულა აშორებს).
თუმცა, დღემდე მიუნხენელთა პრეზიდენტი ული ჰიონესი ნიკოს ნდობას უცხადებდა. აქვე გეტყვით, რომ „ბაიერნი“ – „ბენფიკას“ შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება.