ფეხბურთი

23:40 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბორუსია" "ბორუსიას" მდევარია

გერმანიის ბუნდესლიგის 12 ტურის შემდეგ სატუნრირო ცხრილს ზემოდან ორი ბორუსია დაჰყურებს. „დორტმუნდმა“ ჯერ კიდევ შაბათს მოიგო და იმთავითვე ნათელი იყო, რომ ტურის მერეც ლიდერად დარჩებოდა.

აი, დღეს, მხარი „გლადბახმა“ აუბა და მეორე პოზიციაზე მოკალათდა. დიტერ ჰეკინგის გუნდი მშვენიერ სეზონს ატარებს და მეორე პოზიციაზე დამსახურებულადაა. გლადბახელებმა მორიგი გამარჯვება „ბორუსია პარკზე“ „ჰანოვერის“ წინააღმდეგ მოიპოვეს. არადა, სტუმართათვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო და პირველივე წუთზე ბობი ვუდმა ანგარიში გახსნა. თუმცა, ეს იყო ეს. მერე ფეხბურთს მხოლოდ „გლადბახი“ თამაშობდა და გამარჯვება არ გასჭირვებია.

ტორგან აზარმა და კომპანიამ მეტოქე 4-ჯერ დაამწუხრეს, მეორე ადგილზე აღზვენდნენ და „დორტმუნდს“ კვალში ჩაუდგნენ. „გლადბახს“ 26 ქულა აქვს და ლიდერთან ჩამორჩენა 4 ქულაა, თუმცა „ბაიერნს“ 5 ქულით უსწრებს...

დღის კიდევ ერთ შეხვედრაში, ფრე დაფიქსირდა. „ფრაიბურგი“ ბრემენის „ვერდერს“ ბოლო წუთამდე ამარცხებდა და ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ აუგუსტინსონის გოლმა „ბრემენელ მუსიკოსებს“ ქულა გადაურჩინა.

„ფრაიბურგი“ – „ვერდერი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვალდშმიდტი (42, პენ), 1:1 აუგუსტინსონი (90)

„გლადბახი“ – „ჰანოვერი“ 4:1 (2:1)

გოლები: 0:1 ვუდი (1), 1:1 აზარი (7), 2:1 ლანგი (44), 3:1 შტინდლი (58), 4:1 ზაკარია (77)

თეგებიბუნდესლიგა
Loading...
სტატისტიკა
0.270488