კალათბურთი

23:23 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის 6 სამქულიანი ესპანეთის ჩემპიონატში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა წევრმა თად მაკფადენმა ესპანურ ლიგა ენდესაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და სანაკრებო პაუზის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.

მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფემ” სტუმრად “სან ბაბლო ბურგოსთან” 68:79 წააგო, ამერიკელმა უკანახაზელმა კი 20 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
თადი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 29:25 წუთში 3-დან 1 ორქულიანი და 13-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
ტენერიფელებს 6 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდათ და მე-5 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 9 დეკემბერს, ისევ სტუმრად, “ბარსელონასთან” გამართავენ.

0.114868