ფეხბურთი

20:50 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარგი ამბავი: მჭედლიძე და ოქრიაშვილი დაბრუნდნენ

თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე დაბრუნდნენ. მართალია, ორივეს მეტად მწირი სათამაშო დრო დაეთმოთ, მაგრამ მაინც აღნიშვნის ღირსია ეს ფაქტი, რადგან ორივე ფეხბურთელმა ლაზარეთში თვეზე მეტი გაატარა.

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში „ემპოლიმ“ ბერგამოს „ატალანტა“ 3:2 დაამარცხა. არადა, მასპინძლები 0:2 აგებდნენ და საოცარი შეხვედრა შემოატრიალეს. მჭედლიძე მინდორზე 89-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მსაჯის მეორე კოპენსირებულ წუთზე ტოსკანელებმა გამარჯვების გოლი შეაგდეს.

ამ გაამრჯვებით „ემპოლიმ“ 12 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ლევანმა კი მიმდინარე სეზონში მესამე თამაში ჩაატარა. სხვათა შორის, მისი ტრავმიანობის პერიოდში ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნა. ჯუზეპე იაკინი და იმედია, ნდობას მალე მოიპოვებს.

რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში „კრასნოდარმა“ ტულის „არსენალს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

ოქრიაშვილი მოედანზე 79-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული გახლდათ. მოგეხსენებათ, თორნიკე ოქტომბერს, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე დაშავდა და მას შემდეგ პირველად ითამაშა. „კრასნოდარი“ ჩინებულად ასპარეზობს 29 ქულა აქვს და მხოლოდ „ზენიტს“ ჩამორჩება.

0.114271