დევისის თასისის ფინალში ხორვატიის ნაკრებმა მასპინძელი საფრანგეთი 3:1 დაამარცხა და ისტორიაში ტიტული მეორედ მოიგო (2005, 2018).
პირველ შეხვედრაში ბორნა ჩორიჩმა ჟერემი შარდი 6:2, 7:5, 6:4 დაამარცხა. ჩილიჩმა ცონგას 6:3, 7:5, 6:4 აჯობა. მესამე შეხვედრაში წყვილთა თანრიგში ფრანგებმა იმარჯვეს და სხვაობა შეამცირეს. მეოთხე მატჩში მარინ ჩილიჩმა ლუკას პუიე 7:6, 6:3, 6:3 დაამარცხა და ეროვნულ ნაკრებს დევისის თასი მოუტანა.
დევისის თასი ყველაზე მეტჯერ 9-ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მოგებული.