ფეხბურთი

17:30 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" ეროვნულ ლიგაში ადგილი თითქმის დაიბევა

საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შემდეგ თბილისის „ლოკომოტივმა“ დიდი ნაბიჯი გადადგა ადგილის შენარჩუნებისკენ. „რკინიგზელები“ ბოლნისის „სიონს“ სტუმრობდნენ და მარცხის შემთხვევაში, ძალზე გაირთულებდნენ სიტუაციას.

თავის მხრივ, „სიონს“ უშუალო კონკურენტ „რუსთავისთვის“ გამარჯვებით უნდა ეპასუხა, წინააღმდეგ შემთხვევაში პლეი-აუტის ზონაში დარჩებოდა. როგორც გამოჩნდა, მიზანს „ლოკომოტივმა“ მიაღწია. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ გაცილებით საინტერესო გამოდგა მეორე ნახევარი.

ანგარიში მამია გავაშელიშვილმა გახსნა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია. უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძელთა დაცვის ხაზის უყურადღებო და ძალიან ცუდი თამაშიც. „ლოკომოტივმა“ მე-80 წუთზე სხვაობა გაზარდა. გოლი კი რევან ინჯგიას დამსახურებაა.17 წლის ნიჭიერმა შემტევმა ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან მიიღო და მოედნის მთელი მონაკვეთი დაუბრკოლებლად გადაკვეთა. საბოლოოდ კი, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, გარეტერფით დაარტყა და შეასრულა. ძალიან მაგარი გოლი იყო, ნებისმიერი რანგის შეხვედრას რომ დაამშვენებდა.

„სიონმა“ დარჩენილ დროში გაიბრძოლა და ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ მარცხისგან თავი ვერ დაიხსნა. შედეგად, ბოლნისელებს 31 ქულა დარჩათ და მერვე პოზიციას ამაგრებენ, ხოლო „რუსთავამდე“ ჩამორჩენა 2 ქულაა. თავისმხრივ, „ლოკომოტივმა“ აღნიშნული გამარჯვებით პლეი-აუტის ზონასთან 7-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მხოლოდ სამი ტურია დარჩენი, პრაქტიკულად თავი ქუდში აქვს.

„სიონი“ – „ლოკომოტივი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 გავაშელიშვილი (58), 0:2 ინჯგია (80), 1:2 მახარობლიძე (86)

0.13273