დღეს, ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.
ყრილობის დღის წესრიგი ასეთი გახლდათ:
1. პრეზიდენტის განცხადების განხილვა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ
2. წესდებაში ცვლილებების შეტანა
3. პრეზიდენტის არჩევა
4. გამგეობის არჩევა
საქართველის ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ხმის უფლების მქონე 47 დელეგატიდან ყრილობას 40 დაესწრო.
ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად ორი წლის ვადით მერაბ ბაზაძე აირჩიეს.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გამგეობა
1. მერაბ ბაზაძე - პრეზიდენტი
2. იური ოსიპოვი - საპატიო პრეზიდენტი
3. არჩილ გოგელია - პრეზიდენტის მრჩეველი
4. ირინე სხირტლაძე - ვიცე პრეზიდენტი
5. როსტომ აბაშიძე - ვიცე პრეზიდენტი, თბილისის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი
6. ნინი ჯერენაშვილი - გენერალური მდივანი
7. დავით მაღრაძე - იმერეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი
8. ზურაბ ჯაგაშვილი - ქვემო ქართლის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი
9. თენგიზ მორჩილაძე - აჭარის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი
10. გიორგი კეპულაძე - აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი
11. ქეთევან გაჩეჩილაძე
12. გიორგი კოკოჩაშვილი
13. ნიკოლოზ ანდრიაძე
14. ვახტანგ ჭოლაძე
15. ლუდვიგ ღაღანიძე
16. ზურაბ ბოკუჩავა
17. გურამ კოსტავა
18. დავით არველაძე
19. მალხაზ ძნელაძე