ძიუდო

14:50 | 25.11.2018 | ნანახია 3099 - ჯერ

უშანგი მარგიანს გრან სლემის მედლამდე ერთი მოგება დააკლდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოსაკას გრან სლემზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა. დღეს მამაკაცებში საპრიზო სამეულები ბოლო სამ წონით კატეგორიაში შეივსო. საქართველოს სახელით კი კონკურენციაში უშანგი მარგიანი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ჩაებნენ.

ლიპარტელიანი და თუშიშვილი ტურნირზე პირველ ნომრებად იყვნენ განთესილები. ორივემ მეორე წრიდან დაიწყო, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ. ვარლამ ლიპარტელიანმა ყაზახი ადილხან კოზიბაიევის იპონით ძლევის შემდეგ ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინისთან "ოქროს დროში” წააგო და გრან სლემს მერვედფინალიდან გამოეთიშა. გურამ თუშიშვილმა კი შეჯიბრება ჰოლანდიელ ჰენკ ხროლთან დაჭიდებით დაიწყო და დაასრულა. ხროლმა ვაზარით იმარჯვა.

უშანგი მარგიანს კვარცხლბეკამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. მსოფლიოს შარშანდელმა პრიზიორმა მერვედფინალში მასპინძელთა ჯილას – რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ მაშუ ბეიკერს მოუგო იპონით. იქამდე ავსტრალიელ სებასტიან ტემესის აკმარა წუთი და 40 წამი. მეოთხედფინალში კი მეექვსე წუთის მიწურულსღა გატეხა ჩეხი დევიდ კლამერის წინააღმდეგობა.

ამის შემდეგ, უშანგი მარგიანს კიდევ ორ იაპონელთან მოუწია დაპირისპირება და ორივესთან "ოქროს დროში” დამარცხდა – ნახევარფინალში სოიჩირო მუკაისთან, ხოლო რეპეშაჟის ფინალში – სანშირო მურაოსთან.

საქართველოს ნაკრები ოსაკას გრან სლემზე ხუთი ძიუდოისტით გამოვიდა. მარგიანის, ლიპარტელიანისა და თუშიშვილის გარდა, კონკურენციაში ჩაებნენ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ). ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილმა (81 კგ) კი ჭიდაობა ტრავმების გამო ვერ შეძლეს.

Loading...

კომენტარები (20)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:12 | 01.12.2018
iceman (2062)

კაროჩე ეს საიტი საბოლოოდ მოკვდა ერთი კვირის წინ დახოცეს ერთმანეთი ძიუდოისტებმა და აქ კიდევ არ დადებულა სტატია, ალბათ იანვარში დადებენ სტატიას ოსაკაში ჩხუბი მომხდარაო

14:00 | 01.12.2018
lagashi (3178)

არადა აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს, ჩხუბის ამბავსაც განიხილავენ თურმე. ქევხიშვილიც ესწრება და არაა გამორიცხული ისარგებლოს მომენტით და რომელიმე ძიუდოისტი დაასჯევინოს.

17:25 | 01.12.2018
iceman (2062)

მისმინეს როგორც ჩანს და იკადრეს სტატიის დადება

09:46 | 30.11.2018
111judo (2)

ვარლამ მაგარი გულშემატკივარი ვიყავი შენი ძალიან ბევრი დრო გამიტარებია ეკრანთან შენი ჭიდაობის სანახავად მაგრამ აგარ მაინტერესებს ამისმერე რას მოიგებ .ჩხვიმიანი ზებედა ტატალა და მარგიანი ტურისტებად დაყავთ ისედაც .იმედია სამეულსაც ვერ გააკეთებთ საქართველოს ჩემპიონატზე და მოცილდებით ძიუდოს.

09:38 | 30.11.2018
111judo (2)

ლიპარტელიანო ტატალაშვილო ჩხვიმიამო ბაინდუროვო ზებედა აქამდე გაგერკვიათ ბევრი დრო გქონდათ საქართველოში. მაგდენი რომ დაეხვივნეთ ლაშას არ შეგრცხვათ თან შეჯიბრის წინ კაცს საქათველო უნდა ესახელებინა.რაც შეეხება ჩხვიმიანს ხელის ჩამორთმევა ისწავლე ჯიგარო მოწინააღმდეგეზე როცა აგებ ნუ არცხვენ საქართველოს დროშას შენი საქციელით.

21:46 | 29.11.2018
გოგლა (87)

ვარლამ ლიპარტელიანი, ამ სახელი და გვარის გაგონებაზე უკვე ცუდად ვხდები, გული მერევა, ქართული ძიუდო მეზიზღება...ის ადამიანიც მეზიზღება ვინც მას კაპიტნად მოხსენიებს, რა მაგალითს აძლევს ახალგაზრდა ძიუდოისტებს ეს ვაისპორტსმენი...

13:12 | 30.11.2018
iceman (2062)

მართალი ხარ, კაცი ასე როგორ უნდა დაეშვა რომ ფულზე და პრივილეგიებზე გაყიდო ის უზარმაზარი სიყვარული რაც ხალხს გააჩნდა შენს მიმართ. ადრე ხალხი გაყინულ დარბაზებში ვარჯიშობდნენ და ისინი არ წუწუნებდნენ არადა რეალურად ლიპარტელიან და ჭრიკიშვილს ყველაზე მეტი ხელშეწყობა ყონდათ, კარგად მახსოვს აქ იდებოდა სტატიები თუნდაც იგივე იაპონიაში მარტო ეგ ორი რომ გაუშვეს სავარჯიშოთ და საერთოდ პრივილეგირებულები იყვნენ და ეტყობა თავში აუვარდათ და კიდევ მეტი უნდათ

19:51 | 29.11.2018
ალექსანდრე (5323)

ტრავმა რომ არ ქონდა, ისიც ადასტურებს რომ დაიკლო წონა 5-6 კგ, გამოცხადდა აწონვაზე, წარმატებით დააფიქსირა 73 კგ, ხოლო მერე ახალად აწონილს შეუვარდნენ ნომერში და მეორე დღეს ვეღარ იასპარეზა.

19:59 | 29.11.2018
lagashi (3178)

საინტერესოა ახალი პრეზიდენტი საბოლოოდ მიიღეს ამბოხებულებმა? ფაქტია ასპარეზობაზე უარი არ უთქვამთ-ამით ის ფაქტი უფროა სავარაუდო რომ შეეგუვნენ, მაგრამ ოსაკაში რა მოხდა ასეთი?

20:44 | 29.11.2018
ალექსანდრე (5323)

იაპონიის გრანსლემი ურთულესია. წონაში 4 იაპონელის ძლევა ძალიან ძნელია და იქ მოსაგებად რომ წახვიდე სპეციალურად უნდა მოემზადო. მარგველას, შავს (მეორე ადგილები რეიტინგში), ლიპოს და თუშის (ეხლა პირველები) მიზანი რეიტინგში პირველ ნომრად სეზონის დასრულებაა, ამისთვის რომ წარმატებით განახორციელო ეს მიზანი, აუცილებელია მასტერსში წარმატებით გამოსვლა *რადგან 1800 ქულას იძლევა) შესაბამისად, ლიპოს სურდა იაპონიაში შეკრების გავლა, ჩინეთის მასტერსისთვის მოსამზადებლად. რაზეც ჩხვიმიანი, ზებედა, ტატალა და მარგიანიც დაეთანხმნენ, ხოლო მარგველა, შავი და თუში თბილისში აპირებდნენ ტურნირის მერე დაბრუნებას და აქ მომზადებას. შესაბამისად ამ საკითხზე უთანხმოებამ და მერე ჩხუბმა განაპირობა ეს შედეგი. რაც შეეხება ფედერაციას ისთავს არიდებს სიტუაციის გამწვავებას თვიდდინებაზე აქვთ მიშვებული ყველაფერი.

23:40 | 29.11.2018
lagashi (3178)

თავისით ვერ ლაგდებიან...სამარვხვინოა, ცელქ შეუსმენელ ბავშვებს გვანან. ვფიქრობ ბოლო ბოლო ყელში ამოუვათ სადღაცას ზემოთ ამათი დაულაგებლობა და ვიღაც ვითაცეებს სამაგალითოდ მიჯირყვნიან. ზვიადაურს მეორე ტურისთვის ახმეტა ჩააბარეს და მოაგებინა 48-იანს კიდევაც, ამას დაუფასებენ და ჩაერევიან მგონია..

13:11 | 01.12.2018
iceman (2062)

ხოდა აშკარად იკვეთება რომ ლიპარტელიანს და ჭრიკიშვილს ძიუდოისტობა აღარ აინტერესებთ და პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადებიან

13:41 | 30.11.2018
ალექსანდრე (5323)

ზვიადაურს პოლიტიკა უფრო გამოსდის. ძიუდოში მთლად დადებით როლს ვერ შეასრულებს. მაჟორიტარ დეპუტატად გაქაჩავს 2020-ში.

19:48 | 29.11.2018
fidofido (1355)

ვინც შედეგებით აფასებს სპორცმენს და მათ აღმერთებენ მათ ნაკლს ვერ ხედავენ იმათვის; ლიპარტელიანმა საქართველო ბევრჯერ ასახელა შესაბამისად ის ჩვენგან იღებს ხელფას ყოველ თვიურად და ყოველ წარმატების შემდეგ შეიძლება მიზერულს მაგრამ მიანც. ჩვენი ფულით დადიან ვტურნირებზე და სხვადასხვა შეკრებებზე. ასე რომ სპორცმენი ქვეყანას თუ ასახელებს ის ორ რამეს იღებს ხალხის სიყვარულს და მატერიალურ სარგებელს. ასე რომ დროა მიწაზე დავეშვათ და მივახვედროთ რომ მე ვარ და ჩემი ნაბადი მასე არააა ისინი ჩვენთან გულშემატკივრებთან არიან ანგარიშ ვალდებულები. რომელ ძიუდოს გულშემათკივარს მოსწონს დღევანდელი სიტუაციაა, ნაკრების მაისურს როცა ჩაიცვამ სპორცმენი უნდ ამიხვდე რომ შენი საქციელით და წარმატებებით როგორც ქვეყანას ასახელებ ისევ არცხვენ. ეხლა კითხვა მაქვს ლიპოს, ჭრიკის ბანდას ეს აინტერესებს? ჰკიდიათ ქვეყანაც გულშემატკივარიც

01:08 | 29.11.2018
fidofido (1355)

რაგამოდის ნაკრებში სვანური კლანი შეიკრა? ლიპო, მარგიანი, ჩხვიმიანი ჭრიკი ნათლია და ეგაა რა. ზებედა რაღაა მათი საინტერესოა. გაააბნძეს ქართული ძიუდო. რა ახალგაზრდები მოდიან და შანს არ აძლევენ რათუნდოდათ ამდენი ტრავმირებული მიჰყავდათ არ ჰკიდიათ ჩვენი ფულები

10:15 | 29.11.2018
lagashi (3178)

ჭრიკის სიდედრი უნდა ჰყავდეს სვანი თუ სწორად ვიცი მარა არაა მიზანშეწონილი საქმის ასეთნაირად წარმოჩენა, მაგ სვანების გარდა თითქმის მთელი დანარჩენი ნაკრებია და აბა სვანებზე ხაზის გასმა განა უხერხული არაა?! თან მეორე ფლანგზეც არის სვანი-ჟორჟოლიანი.

18:14 | 29.11.2018
fidofido (1355)

ჩემო ძმაო რაც ნაკრებში ხდება ეგ ყველაფერია არასწორი და გულ დასაწყვეტი. დღევანდელი რეალობა სამწუხაროდ ასე ჩანს ერთ მხარეს სვანური კლანი მეორე მხარეს გორელები. ერთი ფაქტია ამ სვანურმა კლანმა ნაკრებიდან უნდა გა....ას. რაც აქამდე აკეთეს ნაკრებისთვის დ აქვეყნისთვის ას მაგად გვადინეს ცხვირდან.

19:23 | 29.11.2018
lagashi (3178)

შე კაი კაცო 4-5 სვანის გამო "სვანურ კლანად" ნათლავ ჭრიკიშვილს, ოქრუაშვილს, რეხვიაშვილს, ტატალაშვილს..აღარაფერს ვამბობ სხვა ბიჭებზე, იქეთ ასაკობრივ ბიჭები..აქეთ გოგონათა გუნდი, ამ ხალხში რამდენი შიდა ქართლელია!, აგრეთვე ამ ხალხის მთავარი ქომაგები..ზვიადაური და ხაბარელი... ამ ხალხს სვანურ კლანად რატომ ნათლავ?! ახლა აბა იქეთ გაიხედე...ჟორჟოლიანი და გუჯეჯიანი რა გორელები არიან? ორივე მხარეზე არიან სვანებიც და გორელებიც..

13:07 | 30.11.2018
iceman (2062)

კაი რა რა გოგონების და ბიჭების ნაკრები ფაქტია რომ სიტუაცის მართავს ლიპარტელიანი, ჭრიკიშვილი და ზვიადაური და ამათ აიყოლიეს დანარჩენები, დაგავიწყდათ მიტინგზე რომ გაიძახოდნენ ყველას თავისი აზრი აქვს არავის არ ვაძალებთ მიტინგზე მოსვლას თავისით დაგვიდგნენ გვერდზეა? არ დაუდგებოდნენ კი კი ვნახეთ ვინც არ დადგა მათთან რა დღეში აგდებენ

19:42 | 29.11.2018
fidofido (1355)

ჩხუბში მონაწილეებზე მაქვს საუბარი თორე ამბოხში მონაწილეები სვანურ და გორულ კლანად როგორ დაიყოფა

13:23 | 28.11.2018
ალექსანდრე (5323)

ბაინდუროვს რაღა ჭირს? ეგაც ტრენერია რა

13:22 | 28.11.2018
ალექსანდრე (5323)

ტატალასიმიკვირს, ეგ ხო ძმაკაცი იყო ლაშასი. ოლიმპიადის მოგებისათვის პრემია რომ აიღო ლაშამ როგორც მითხრეს X5 უყიდა ტატალას.

10:56 | 28.11.2018
iceman (2062)

ჩემთვის ლიპარტელიანი და მისი ბანდა ჩვეულებრივი კრიმინალები არიან და მაგათი ძიუდოისტობა დამთავრდა, თუმცა კრიმინალები პრივილეგირებულები არიან საქართველოში და ალბათ მალე პოლიტიკაში წავლენ მანდაა მაგათი ადგილი ძვიადაურთან, ეჰ საცოდავო საქართველო

10:56 | 28.11.2018
fidofido (1355)

თუ მართლა მოხდა ჩხუბი ყველამ ვინც შავიზე და მარგველაზე ხელი აწია მინიმუმ 10 წლიანი დისკვალიფიკაცია უნდა მისცენ. ან სმაუდამოდ აღკვეთონ ამ სახეობიდან. მარგიანს ან ჩხვიმიანს რა ჩემი დიშლა უნდათ ნაკრებში რა აქვთ მოგებული? ეხლა არმითხრათ ვინმემ მარგიანს ბრინჯაო მსოფლიოზეო.თუ მართლა ცემეს ეს ჩვენი გულშემატკივრების ბრალია და სხვა არავისი მოვაწყოთ აქცია შევიკრიბოთ და მოვითხოვოთ ნაკრებიდან გააძევონ ისინი ვინც შიდა სამზარეულოს რევს. ლიპო კიდე მინიმუმ არაა ნაკრების კაპიტნობის ღირსი. ამ ფედერაციის დედაც 90 ში ავთოს ტრავმა ჰქონდა ზებედასაც რაღატო წაიყვანეს იაპონიაში არჯობდა ბექაური წაეყვანათ გამოცდილებას მაინც მიიღებდა

11:39 | 28.11.2018
giorgi909 (1027)

გამოცდილებას კი არა იმ იაპონელმა ბექაურმა ახალგაზრდულის ფინალი რო მოიგო ბრინჯაო აიღო,იგივე 81ში ან გრიგალაშვილი წაეყვანათ ან მაისურაძე მარა მაგიტო ხოცავენ ერთმანეთს ზუსტად რო ერთ საძმაკაცოს გარანტირებული ქონდეს ადგილი

01:02 | 29.11.2018
fidofido (1355)

არმიყურებია ამ ტურნირისთვის მსოფლიოს ახალგაზრზულს კი ვუყურე. ბექაურსაც იგივე თუარ დამართეს ამათმა რაც ღვინიაშვილს. ბექაური ალბათ 100 კილომდე მოიმატებს და ლიპოს ხოარ ამოაგდებენ მაგ წონიდან მთავარი მამლაყინწააა. რასცქვია ლიპომ თავისი არაკაცური ქცევებით თავი შემაზიზღა. ჯერ ბოიკოტიო მერე ცემა ტყეპაო. ზებედას, ჭრიკის და ლიპოს ადგილი აღაარაა ნაკრებში . ზოგადად ჩხვიმიანს და მარგიანს რაუნდათ ნაკრებში ეგ საერთოდ ვერ გავიგე

13:11 | 28.11.2018
ალექსანდრე (5323)

100-ში კანადელი ვინც იაპონიასში ვერცხლი აიღო, მსოფლიოს ახალგაზრდულზე ბრინჯაოსთვის სანებლიძესთან წააგო.

23:57 | 27.11.2018
გარეჯი (3342)

ეს თუ მართალია. ძალიან სამარცხვინოა,ზოგადად ერთმანეთში ესთი დაპირისპირება მერე ლაშას ვინც იცნობს თავმდაბალი სიკეთის განსახიერება,ზრდილობიანი ,ოჯახში გაზრდილი. როგორ გადაგეს ეს ნაბიჯი .

10:54 | 28.11.2018
iceman (2062)

რა თქმა უნდა მართალია ეგ რომ ტყუილი იყოს აქამდე გამოვიდოდნენ ერთად და აქეთ შემოგვიტევდნენ. იგივე ლაშასი მესმის ვერ დაიწყებს ყვირილს მართალია მცემესო მაგრამ ფაქტია რომ ასეთი სკანდალის მერე ნაცემი რომ არ იყოს გამოჩნდებოდა მაგრამ ალბათ სახეზე ეტყობა ცემის კვალი

18:29 | 27.11.2018
lagashi (3178)

გრუპპავოი ჩხუბი ჩვენს ძიუდოში არაახალია, ვიცოდი რომ ბექასთან, შავისთან და ვაჟასთან პრეტენზია ჰქონდათ დანარჩენ ძიუდოისტებს, რადგან აქციებზე მათ გვერდში არ დადგომას მოღალატეობრივ საქმედ უთვლიდნენ, ჟორჟოლიანის გასროლაც იმან გამოიწვია, რომ ცემას უპირებდნენ ქევხიშვილის სასტავს. ქევხიშვილიც კაი ვირი გამოდგა რომ მის გაუთავებელ სიჯიუტეს უარესი მოყვა, მაგრამ ლიპოზე რაღა ვთქვა არ ვიცი....

18:45 | 27.11.2018
ალექსანდრე (5323)

უპირებდნენ არა, მე როგორც მომიყვნენ ჟორჟოლიანს თან 2 ქისტი ბიჭი ახლდა და ნაკრების წევრებს ისე უცემიათ ის ქისტები, რო სახის ძვლები ჰქონდათ დამტვრეული, ისე რომ მეტალის ფირფიტების ჩასმა დასჭირდათ. ნაშინ გადაეკეტა თურმე ჟორჟოლიანს და ისროლა კიდეც. ეს პლეხანოვზე მოხდა.

19:25 | 27.11.2018
lagashi (3178)

ანუ არა თუ უპირებდნენ არამედ შეასრულეს კიდეც ხო...თუ ეს ასე იყო მეცოდება ჟორჟოლიანი, აერია ცხოვრება..შინა პატიმრობაშია მგონი

16:00 | 27.11.2018
sanzona (1441)

ლიპო, ჩხვიმო, მარგიანო, ზებედა, ტატალ და ბაინდუროვო, თქვენ თუ მართლა დაესიეთ და სცემეთ ლაშა, მაშინ თქ

16:02 | 27.11.2018
sanzona (1441)

მაშინ თქვენი დედიკოები მო@@@ან . ერთადერთი თუში აშველებდა თურმე

14:28 | 27.11.2018
grinchi (3064)

სპორტალზე წრია რომ ძიუდოისტები ერთმანეთს დაერივნენო. იჩხუბესო.

16:03 | 27.11.2018
sanzona (1441)

ერთმანეთს კი არა ლაშას დაესივნენ ყველანი ეს ნაბო@@რები

15:40 | 26.11.2018
პანტელეიმონი (4100)


Nugzar Nutsubidze -ს ვეთანხმები 100%-ით.

23:44 | 25.11.2018
ogafa (8029)

ტრავმები

22:46 | 25.11.2018
გორდა (35)

იმედია მალე მოირჩენენ ტრავმებს და ჩადგებიან სასურველ ფორმაში.
ძიუდო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტის სახეობაა ჩვენთვის და როგორც სპორცმენებს ასევე ფედერაციას და ყველას ვინც ამ საკითხთან არის დაკავშირებული უფლება არ აქვთ ოდნავ მაინც რაიმე ავნონ ამ ჩვენთვის სახალო სპორტის სახეობას!!

17:07 | 25.11.2018
barnaba77 (92)

რა ქვია და ძიუდოს პატრონი აღარ ყავს

15:43 | 25.11.2018
თენგაბი (270)

რა ქვია ახლა ამას?

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.097028