ფეხბურთი

14:37 | 25.11.2018 | ნანახია 1089 - ჯერ

საქართველოს თასი: ფინალური შეხვედრა ბათუმში

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 29-ე გათამაშების ფინალურ შეხვედრას ისტორიაში პირველად ბათუმი უმასპინძლებს. ტიტულისთვის ერთმანეთს ეროვნული ლიგის წარმომადგენელი, ქუთაისის "ტორპედო" და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი, "გაგრა" დაუპირისპირდებიან.

24 ნოემბერს, ორივე გუნდმა ფინალის მასპინძელ, ანგისას სტადიონზე, მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. ვარჯიშები თითო საათს გაგრძელდა. გუნდებს დანაკლისი არ აქვთ და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.

ქუთაისის "ტორპედო" და "გაგრა" საქართველოს თასის ფინალში აქამდეც შეხვედრიან ერთმანეთს. 2011 წლის 26 მაისს, "დინამო არენაზე" გამართული შეხვედრა გაგრელთა გამარჯვებით დასრულდა. უგოლო ძირითადი დროის შემდეგ, გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა. 115-ე წუთზე საკუთარ კარში ბურთი სევასტი თოდუამ ჩაჭრა და "გაგრამ" არსებობის განმავლობაში პირველი ტიტული მოიგო.

თასის ფინალის გარდა, გუნდები სულ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - სამი შეხვედრა "ტორპედომ" მოიგო, ერთი კი, ფრედ დასრულდა.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის 29-ე ფინალი ბათუმში, ანგისას სტადიონზე 25 ნოემბერს 16:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფინალურ შეხვედრაზე დასწრება თავისუფლია.

www.gff.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:05 | 25.11.2018
dinamo222 (8587)

აუუ ჩაკვეტაძეს რა გოლი არ ჩაუთვალეს იმ ნაბ...მსაჯებმა @ ვიდეო რეფერი რისთვის აქვთ იმ ჩემანალებს ? @@

17:39 | 25.11.2018
sabonis (9584)

მომკალით და ვერ ვიჯერებ, რომ გაგრა სუფთად იგებს.

23:45 | 25.11.2018
ogafa (10220)

იგებდა

15:56 | 25.11.2018
Shevche (15054)

დასრულდა სტადიონის მშენებლობა? თუ ბაზაზეა თამაში?

17:37 | 25.11.2018
sabonis (9584)

ბაზაზე

0.136473